კისრის ფიქსატორები

კისრის ფიქსატორი – ზღუდავს კისრის მოძრაობას და სხეულის ამ ნაწილში ტკივილს ამსუბუქებს.  ამ პროდუქტის გამოყენება საკმაოდ მრავალმხრივია.  მას შეუძლია  კისერი ტრავმებისგან დაიცვას, თავი ნეიტრალურ პოზიციაში დააფიქსიროს და ხერხემლის არეში დაჭიმულობის შეგრძნებაც მოხსნას.  მისი ბამბის ზედაპირი კი მომხმარებლებს  მაქსიმალურ კომფორტს უქმნის.

როდის არის საჭირო კისრის ფიქსატორის გამოყენება?

თანამედროვე   სამყაროში, გადატვირთული ცხოვრების წესიდან გამომდინარე, კისრის ტკივილი ადამიანის     თანამგზავრი   გახდა.   ეს   პრობლემა   კი   ადამიანებში ძალიან   ხშირად   ქრონიკულ   სტრესს,   ემოციურ   დაძაბულობასა   და შფოთს იწვევს. ამ დროს,  კისრის ორთოპედიული საყელოს გამოყენება კარგი გამოსავალია. როგორც აღვნიშნეთ კისრის ფიქსატორები სხვადასხვა მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ. ახლა, ჩამოვთვალოთ რამდენიმე ის მდგომარეობა, რომლის დროსაც ამ პროდუქტის გამოყენება რეკომენდირებულია:

• კუნთის დაჭიმვის დროს – კომპიუტერსა თუ სმარტფონთან დაძაბულ მდგომარეობაში მუშაობა, არასწორ პოზიციაში ჯდომა ან კითხვა იწვევს კისრის კუნთების დაჭიმვას და შემდგომ ტკივილს.

• ხერხემლის მალთაშორისი სახსრების დაზიანების შემთხვევაში – წლების მატებასთან ერთად ჩვენი ძვლები ცვთება. ოსტეოართრიტის დროს ხდება ხრტილოვანი ქსოვილის განლევა და ძვლებს შორის მანძილის შემცირება.

 • ტრავმების დროს – ავტოკატასტროფების დროს ხშირია კისრის ტრავმები, ამ შემთხვევაში იმმობილიზაციისთვის ერთადერთი საშუალება კისრის კორსეტია.

ასევე, კისრის ფიქსატორის გამოყენება  შესაძლებელია ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა მაგალითად, რევმატული ართრიტი.

 სად შევიძინოთ კისრის ფიქსატორები?

კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში კისრის ფიქსატორები ფართო სპექტრით არის წარმოდგენილი. პროდუქცია ხელმისაწვდომია S, M, L,XL და XXL ზომებში, ფასები კი 30 ლარიდან 338 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ხარისხს, ამ შემთხვევაშიც სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილ, ექსკლუზიური ბრენდების – მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger – ის კისრის ფიქსატორებს სთავაზობს.  განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

კისრის გასაბერი საყელო – საუკეთესო საშუალება კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას.

 • კისრის სტაბილიზატორი –  გამოიყენება ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქრის დროს ან კისრის მალების დეფორმაციის პრევენციისთვის. ამცირებს დატვირთვას კისრის მალებზე და ხელს უწყობს კისრის კუნთების ტონუსის ნორმალიზებას.

 • ნახევრად რბილი და რბილი კორსეტები – ზღუდავს კისრის მოძრაობას. გამოიყენება კისრის კუნთების დაჭიმვის, კისრის ოსტეოართრიტისა და დისკის თიაქრის დროს. უზრუნველყოფს თავის ნეიტრალურ პოზიციაში დაფიქსირებას მგზავრობის დროს. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

 • ფილადელფიის კისრის ორთეზი – უზრუნველყოფს მოძრაობის აბსოლუტურ შეზღუდვას კისრის მალების მოტეხილობისა და მალთაშუა დისკის თიაქრის დროს. ამსუბუქებს ტკივილს ხერხემლის გასწვრივ.

 • კისრის მალებისა და გულმკერდის ფიქსატორი – გამოიყენება კისრის მძიმე ტრავმებისა და კისრის არეში ჩატარებული ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ეს ზღუდავს ხერხემლის მოძრაობას და უზრუნველყოფს ფიქსაციას სწორ მდგომარეობაში.

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, როგორც კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში, ასევე ონლაინ რეჟიმში. შერჩეულ ნივთს კი კურიერი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მოგაწვდით.  სასურველი პროდუქტების დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://akhalikhedva.ge/

კისრის ფიქსატორის გამოყენების ინსტრუქცია

კისრის ფიქსატორის შეძენისას გაითვალისწინეთ თქვენი მდგომარეობა, დაზიანების ხარისხი ან ტრავმის სირთულე. გამოყენებამდე, უმჯობესია მიმართოთ ექიმს და მის რეკომენდაციებს მიჰყვეთ. ფიქსატორის ტარების  ხანგრძლივობა პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული, ეს პროცესი შეიძლება რამდენიმე დღე ან კვირა გაგრძელდეს.