ფართოდ გავრცელებული ტრავმები

ტრავმა არ არის სხეულის უბრალო დაზიანება, რომელიც მხოლოდ ტკივილთან ასოცირდება, მას თან თავისი სირთულეები ახლავს. მაგალითად, თუ მსხვილი ლულოვანი ძვლები დაზიანდა,  სისხლის წარმოქმნა ფერხდება. ასევე, საშიშია იმითაც, რომ მოტეხილობამ შესაძლოა ემბოლია გამოიწვიოს და ფატალური შედეგით დასრულდეს. ტრავმა, ძირითადად, არის მოულოდნელი და უკავშირდება ისეთ მოვლენებს, როგორიცაა: ავარია, დაცემა, გადმოვარდნა, ცემა და სხვა.  ამ დროს ყველაზე მეტად ზიანდება კოჭი, მხარი, მაჯა, იდაყვი და კიდურები. ფართოდ გავრცელებულ ტრავმებს მიეკუთვნება:

  • იდაყვის, მაჯის, მუხლისა და კოჭის დაზიანება – ძირითადად, უკავშირდება ფეხის გადაბრუნებას, წაქცევას, ჩამოვარდნასა და სპორტულ აქტივობას.
  • კიდურებისა და წელის ტრავმა – ავარიას, სიმძიმის აწევას, დაცემას ან რომელიმე პათოლოგიას უკავშირდება. ამ დროს ხშირია მოტეხილობა, ამოვარდნა და დაბეჟილობა.

ტრავმის შედეგად ყველაზე ხშირად იოგოვანი აპარატი ზიანდება, მაგალითად, მუხლის ტრავმისას წყდება ჯვარედინი იოგები და იგლიჯება მენისკი. ასეთი ტრავმები კუნთების არასწორი დატვირთვით არის განპირობებული –  შესაძლოა, ეს იყოს გადატვირთული ფიზიკური მოძრაობა, გახურების გარეშე ვარჯიში ან სპორტული აქტივობის დროს მიღებული ტრავმა. ამ ყველაფრის პრევენციისთვის იდეალურია დამცავი საშუალებების გამოყენება. მაგალითად, სპორტსმენები აქტიურად ატარებენ ორთოპედიულ ფიქსატორებს, სამუხლეებს, სპეციალურ ქამრებსა და ბანდაჟებს.  განვიხილოთ, ის სამედიცინო ნივთები, რომლებიც ტრავმების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება და ასევე, დიდ როლს ასრულებს მკურნალობის პროცესში:

  • იდაყვის ფიქსატორი – გამოიყენება იდაყვის სახსრის ტრავმების სამკურნალოდ და ფიზიკური დატვირთვის დროს დაზიანებისგან თავის ასარიდებლად. მისი გამოყენება  ამცირებს ტკივილს, გამოყოფს და ინარჩუნებს სითბოს. ამ პროდუქტის ტარება კომფორტულია მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ყოველდღიური საქმიანობისას.
  • კოჭის ფიქსატორი – უზრუნველყოფს არამარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ სითბოს შენარჩუნებასაც. ეს პროდუქტი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და იდეალურია ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში. ასევე, დაჭიმულობის შემთხვევაში ფიქსატორის გამოყენება ამცირებს ტკივილს.
  • მხრის ფიქსატორი – სახსრის მოძრაობის ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, მას, ძირითადად, ხელის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის, ფიზიკური დატვირთვის, კუნთებისა და მყესების დაზიანებისას ნიშნავენ. მხრის ფიქსატორით საგებლობენ ის მომხმარებლებიც, რომლებსაც ართრიტი ან  ართროზი აწუხებთ.

ამ პროდუქციის დიდი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”, რომელიც მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო საშუალებებს მთელი საქართველოს მასშტაბით 2012  წლიდან აწვდის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *