იდაყვის ამოვარდნა – სიმპტომები და მკურნალობა

იდაყვის ამოვარდნა ხშირია ბავშვებში და სპორტსმენებში. ამ დროს  სახსრის ფორმირებაში მონაწილე ძვლების სასახსრე ზედაპირები ერთმანეთს სრულად ან ნაწილობრივად სცილდება. იდაყვი რთული აგებულების სახსარია, რომელიც  მრავალი მოქმედების განხორციელებაში გვეხმარება – აქედან გამომდინარე, მისი დაზიანება მუშაობაში ხელს გვიშლის.  იდაყვის ამოვარდნის დროს შესაძლოა მისი ჩასმა აუცილებელი არ გახდეს და ძვალი თავის საწყის მდგომარეობას ექიმის ჩარევის გარეშე დაუბრუნდეს. იდაყვის ანატომიურ მდგომარეობაში დაბრუნების შემდეგ კი  ტკივილის შემცირების მიზნით სახსრის მოსვენება აუცილებელია.

რა სიმპტომები ახასიათებს იდაყვის ამოვარდნას?

იდაყვი ის სახსარია, რომლის მეშვეობითაც წინამხრის მოხრა-გაშლა და  ხელის ბრუნვა შეგვიძლია, ამიტომ მისი ამოვარდნა დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული. ამ დროს ზედა კიდური მტკივნეული, გაწითლებული და შეშუპებულია, მოძრაობა კი – შეზღუდული. ამოვარდნილი იდაყვის სიმპტომებია:

  • მოძრაობის შეზღუდვა;
  • ძლიერი ტკივილი;
  • შეშუპება;
  • ჩალურჯება სახსრის გარშემო.

როგორ ვუმკურნალოთ იდაყვის ამოვარდნას?

იდაყვის ამოვარდნის დროს სასახსრე კაფსულის გადაჭიმვით გამოწვეული ტკივილის შესამცირებლად პაციენტი ცდილობს სახსარი მოხრილი ჰქონდეს, რაც საბოლოოდ მოხრითი კონტრაქტურების ჩამოყალიბებას იწვევს. ამიტომ, როგორც ყოველდღიურად, ისევე სხვადასხვა ფიზიკური დატვირთვისა და აქტივობის დროს, იდაყვის ფიქსატორის გამოყენება რეკომენდებულია. ის სახსარს დაზიანებისგან იცავს და ტრავმების სამკურნალოდ იდეალურია. მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული ექსკლუზიური ბრენდების , მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger ამ პროდუქციას კომპანია “ახალი ხედვა” სთავაზობს. ეს პროდუქტები სამედიცინო ჯგუფის 13 ფილიალში – თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი. კომპანია “ახალი ხედვის” იდაყვის ფიქსატორები ანტიალერგიული მასალისგანაა დამზადებული და ხარისხთან ერთად, ხელმისაწვდომი ფასებითაც გამოირჩევა. განვიხილოთ რამდენიმე  მათგანი:

  • იდაყვის ორთეზი – ხელს უწყობს იდაყვის სახსრის კონტროლირებულ იმობილიზაციას. ეფექტურია მისი გამოყენება მოტეხილობის, ღრძობის ან ართროზის დროს. სახსარს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და დაზიანებისგან იცავს.
  • იდაყვის სტანდარტული ფიქსატორი – მისი დამატებითი ღვედები ეფექტურ ფიქსაციას უზრუნველყოფს და  ფიზიკური დატვირთვის დროს სახსარს დაზიანებისგან იცავს. იდეალურია ტრავმების სამკურნალოდაც.
  • ეპიკონდილიტის ბანდაჟი – იდაყვის სახსრის მყესების ანთების ან დაზიანების დროს გამოიყენება. ეპიკონდილიტის დროს ის მყესზე დატვირთვას ხსნის და ტკივილის შემცირებას უწყობს ხელს.

რაც შეეხება მათ გამოყენებას, უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ფიქსატორები, რომლებიც მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება. თუმცა, მსუბუქი დაზიანებების ან სპორტული ტრავმების დროს, შესაძლოა იდაყვის სტანდარტული ფიქსატორის გამოყენება, რომელიც ნეოპრინის მასალისგანაა დამზადებული.  რეაბილიტაციის პერიოდი შესაძლოა რამდენიმე დღე ან კვირა გაგრძელდეს. ხანგრძლივობა პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *