იდაყვი რთული აგებულების სახსარია,რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავალი მოქმედების განხორციელებაში გვეხმარება.მისი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გავშალოთ და მოვხაროთ წინამხარი, ან ხელის ბრუნვითი მოძრაობა შევასრულოთ.იდაყვის ტკივილი ადამიანების დიდ ნაწილს აწუხებს. ამ პრობლემის ერთ-ერთი ხშირი მიზეზი სწორედ ის გახდა,რომ მათი საქმიანობა კომპიუტერთან დიდხანს ჯდომას უკავშირდება.ეს დისკომფორტი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა ფიზიკურმა აქტივობა,ტრავმამ და მყესის დაზიანებამ,დაჭიმულობამ ან ანთებამ.იდაყვის ტკივილი ძალიან შემაწუხებელი და ხელისშემშლელი სიმპტომია,ამიტომ ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა და აღმოფხვრა ძალიან მნიშვნელოვანია.
რა იწვევს იდაყვის ტკივილს?
იდაყვის ტკივილი ხშირად გამოწვეულია მძიმე და ზედმეტი ფიზიკური დატვირთვით, უხერხული მოძრაობით ან სპორტული აქტივობით. თუმცა არსებობს ამ პრობლემის უფრო სერიოზული მიზეზებიც , როგორიცაა ხელის მოტეხილობა, მყესის დაჭიმვა ან გახევა და მოყოლილი ნერვი. ასევე:
- იდაყვის ბურსიტი – სახსრის სინოვიალური აბგის მწვავედ ან ქრონიკულად მიმდინარე ანთებაა. მას ყველაზე ხშირად ტრავმა იწვევს და თან ახლავს ახლომდებარე მყესის ანთებაც. დაავადება იწყება ტკივილით,რომლის ინტენსივობა მოძრაობასთან ერთად მატულობს. მას ახასიათებს ლოკალურად კანის სიწითლე,სიმხურვალე და მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა.
- იდაყვის ოსტეოართრიტი – იდაყვის სახსრის ანთება არის დაავადებაა, რომლის დროსაც პროცესი მიმდინარეობს სახსარში და აზიანებს ხრტილს, სასახსრე ზედაპირებს, იოგებსა და ძვალს. ამ დროს ხდება ხრტილის გაცვეთა და დაშლა.
- ეპიკონდილიტი – იგივე იდაყვის ტენდინიტი. არსებობს მედიალური ეპიკონდილიტი,რომელიც ძირითადად გოლფის მოთამაშეებში არის გავრცელებული და ლატერალური ეპიკონდილიტი,რომელიც ჩოგბურთელებს აწუხებთ.ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს კუნთებისა და მყესის დაზიანებასა და შეშუპებას,რაც გამოწვეულია ჭარბი და განმეორებითი დატვირთვით,ასევე არასრულფასოვანი გახურებითა და ხშირი ძალისმიერი მოძრაობით.
- იდაყვის არხის სინდრომი – პათოლოგია,რომელიც გამოწვეულია იდაყვის ნერვის კომპრესიით,ანთებით ან გაღიზიანებით.მისი პირველი სიმპტომი არის დაბუჟება,ძირითადად ნეკა და არათითში.შეიძლება გამოხატული იყოს მტევნის ტკივილიც,რომელიც ვრცელდება მაჯისკენ.ეს სინდრომი ძირითადად 25-50 წლის მამაკაცებში არის გავრცელებული.
როგორ ვუმკურნალოთ იდაყვის ტკივილს?
იდაყვის ტკივილის მკურნალობის მეთოდები მის გამომწვევ მიზეზებზე არის დამოკიდებული და შესაბამისად სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს. პრობლემას ადამიანები ხშირად სახლის პირობებში აგვარებენ.ამ დროს რეკომენდებული სახსრის მოსვენება,ფიზიკური აქტივობის შემცირება,ყინულის დადება იდაყვზე და ასევე მისი დაფიქსირება და სტაბილიზაცია შესაბამისი ორთოპედიული ფიქსატორით.ზოგჯერ პაციენტი ტკივილის შესამცირებლად ცდილობს სახსრის მოხრილ მდგომარეობაში შენარჩუნებას,რამაც,გართულების სახით, კონტრაქტურის ჩამოყალიბება შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ,როგორც აღვნიშნეთ, ამ დროს, ისევე როგორც სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის დროს, რეკომენდებულია იდაყვის ფიქსატორის გამოყენება. მათი ტარება ეფექტურია იდაყვის სახსრის ტრავმების სამკურნალოდ, ასევე ეპიკონდილიტისა და ჩოგბურთელის იდაყვის სინდრომის დროს. ის იცავს სახსარს დაზიანებისგან დატვირთვის პროცესშიც. მისი გამოყენება ამცირებს ტკივილს, ინარჩუნებს სითბოს და კომფორტულია გამოსაყენებლად მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ყოველდღიური საქმიანობისას. იდაყვის ფიქსატორებს ნიშნავენ ისეთი დაავადებების დროსაც, როგორიცაა ოსტეოართრიტი,ბურსიტი,ტენდინიტი, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში.