ხერხემლის თიაქარი – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

ხერხემლის თიაქარი დისკის ფიბროზული რგოლის მთლიანობის დარღვევაა და არსებულ დეფექტში პულპოზური ნაწილის გამოვარდნა. თიაქარი გვხვდება ორივე სქესის წარმომადგენლებში, თუმცა უფრო მეტად – მამაკაცებში . ყველაზე გავრცელებული კი 30-50 წლის ადამიანებშია.  დაავადება შეიძლება ადამიანს გენეტიკურად გადაეცეს ან ენდოკრინოლოგიურმა პრობლემებმა, სიმსუქნემ, ხანდაზმულმა ასაკმა, ტრავმებმა და ინფექციებმა გამოიწვიოს. ამავდრულად, მისი წარმომქნელი ფაქტორი შესაძლებელია იყოს ფიზიკური დატვირთვა ან მშობიარობა. მისი მკურნალობა მედიკამენტოზურ თერაპიასა და ფიზიოთერაპიას მოიცავს. თუმცა,  გარკვეული დროის შემდეგ, თუ მკურნალობამ შედეგი არ გამოღო შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო.

რა იწვევს ხერხემლის თიაქარს?

თიაქარი – ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანოები ადგილს იცვლიან და კანქვეშ გამოდიან. მისი გაჩენა შეიძლება უკავშირდებოდეს მემკვიდრეობას, ასაკს, მუცლის კედლის ტრავმას, პოსტოპერაციულ ნაწიბურს, მუცლის წინა კედლის ნერვებისა ან სისხლძარღვების დაზიანებას. გარდა ამისა ხერხემლის თიაქარის გამომწვევ მიზეზები შესაძლოა იყოს ხერხემლის დაავადებები: ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი და კიფოზი. ამ დაავადებების გამომწვევი სხვა ფაქტორებია:

  • ცხოვრების არაჯანსაღი წესი
  • რევმატიული დაავადებები;
  • თანდაყოლილი პათოლოგიები;
  • არასწორი ფიზიკური დატვირთვა
  • ასაკობრივი ცვლილებები

ხერხემლის თიაქრის სიმპტომები

ხერხემლის თიაქრის სიმპტომებს ახასიათებს  წელის ტკივილი, გარდა ამისა ნერვულ ღეროზე ზეწოლის შედეგად ეს ტკივილის ქვედა ან ზედა კიდურშიც ვლინდება. შესაძლოა ამან ფეხებში ძალის დაქვეითება და შარდვის ფუნქციის მოშლაც გამოიწვიოს.თიაქრის ხშირი გართულებაა ჩაჭედვა ან ნაწლავთა მწვავე გაუვალობა, რაც  დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში იწვევს მუცლის ღრუს ორგანოების დაავადებებს. 

ხერხემლის თიაქრის მკურნალობა
ხერხემლის თიაქრის მკურნალობა მედიკამენტოზურ თერაპიასა და ფიზიოთერაპიას მოიცავს. ამ დაავადების დროს ასევე, ეფექტურია სამკურნალო ვარჯიშები და მასაჟები. თუ დაავადება არ ექვემდებარება კონსერვატულ მკურნალობას, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. როგორც მკურნალობის პერიოდში, ასევე პოსტოპერაციულად რეკომენდებულია თიაქრის ქამრების გამოყენება, რომელსაც აქვს დამატებითი ჩანართები და ღვედები ხერხემლის სვეტისა და დაზიანებული ადგილის სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად. ეს პროდუქტი ამცირებს ტკივილს,დატვირთვასა და დისკომფორტის შეგრძნებას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *