კისრის ტკივილის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:
- კუნთის დაჭიმულობა – დიდი ხნის განმავლობაში კომპიუტერთან ან სამუშაო მაგიდასთან ჯდომა, ცუდ პოზაში ძილი;
- ტრავმა – ავარიის, დაცემის ან წაქცევის შედეგად მიღებული;
- დაავადებები – როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, მენინგიტი ან სიმსივნე.
კისრის ტკივილი
კისრის ტკივილი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ამას ადასტურებს ბოლო დროს ჩატარებული არა ერთი კვლევა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ტექნოლოგიური პროგრესი და მობილური მოწყობილობების სისტემატური გამოყენება კისრის ტკივილის უმთავრესი მიზეზია. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ თუ ადამიანი ტელეფონს დღეში 2-4 საათის განმავლობაში იყენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ კისერი მოღუნულ მდგომარეობაში აქვს წელიწადში 700-1400 საათის განმავლობაში. მობილურის ამ დოზით გამოყენება კი ხერხემლის ერთ-ერთი ფიზიოლოგიური ნადრეკის – კისრის ლორდოზის გასწორებას იწვევს, რაც თავის მხრივ დიდ და სულ უფრო მზარდ დატვირთვას აყენებს ხერხემალს. ეს რისკი განსაკუთრებით მაღალი მოზარდებშია. კისრის ტკივილის გამომწვევი სხვა მიზეზებიც არსებობს, როგორიცაა:
- კუნთების დაჭიმულობა;
- სახსრების გაცვეთა;
- ნერვის კომპრესია;
- უხერხულ მოძრაობა;
- სიმძიმეების აწევა.
კისრის გაშეშება
კისრის გაშეშება განსაკუთრებით აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდხანს დაძაბულ რეჟიმში უწევთ მუშაობა. ეს პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს უხერხულ პოზაში ძილმა, კომპიუტერთან ხანგრძლივმა მუშაობამ, ან ცუდი პოზის გამო კუნთის დაჭიმულობამ. კისრის გაშეშების გარდა, მკვეთრი ტკივილი ახასიათებს ოსტეოქონდროზსაც. ამ დროს ხშირია უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც მხარს, წინამხარსა და თითებს გადაეცემა. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის ან დაძაბულ მდგომარეობაში დიდხანს ჯდომის შემდეგ მატულობს დისკომფორტი კისრის არეში. კისრის ტკივილის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზებსა და სიმძიმეზე. კისრის ტკივილს ძირითადად, მედიკამენტებით მკურნალობენ. ამის გარდა, დისკომფორტის მოხსნასა და პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კისრის ვარჯიშებსა და მასაჟს. გარდა ამისა, ამ დროს ეფექტურია ორთოპედიული ბალიშების გამოყენება, განსაკუთრებით კისრის ტკივილის დროს, რადგან ის სხეულის სწორ პოზიციონირებას უზრუნველყოფს და მთლიანი სხეულის მოსვენების ხარისხს აუმჯობესებს. რაც შეეხება, პრევენციულ ღონისძიებებს-არსებობს რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც შეგიძლიათ გადადგათ მომავალში კისრის პრობლემების რისკის შესამცირებლად, როგორიცაა კალციუმისა და D ვიტამინის დანამატების მიღება, სათანადო პოზის პრაქტიკა და სპეციალური ვარჯიშების შესრულება. უმჯობესია, ეს საკითხები თქვენს პირად ექიმთან გაიაროთ.