კოჭის გადაბრუნება

კოჭის გადაბრუნება გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ხშირია ბავშვებში და სპორტსმენებში. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს ფეხი უხერხული მოძრაობის გამოც უბრუნდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ  გადაჭარბებული დატვირთვის გამო სირბილის ან სწრაფი მოძრაობის დროს სახსარზე დატვირთვა იზრდება.  მსგავს ტრავმებს ხშირ შემთხვევაში შეშუპება და შესიებაც ახლავს თან. კოჭი მყესების, ძვლების, იოგებისა და კუნთების კომპლექსური ერთიანობაა, რომელიც ძალიან ძლიერია და სხეულის მთელ წონას უძლებს. ამიტომ მისი ტკივილი საკმაოდ შემაწუხებელია და უარყოფითად აისახება ადამიანის შრომისუნარიანობაზე.

კოჭის გადაბრუნების სიმპტომები

კოჭის გადაბრუნებას თან ტკივილი და დისკომფორტი ახლავს, რაც  გადაადგილების დროს უფრო ძლიერდება. როგორც წესი, ამ პრობლემას ისეთი სიმპტომები ახასიათებს, როგორიცაა:

  • ტკივილი;
  • შეშუპება;
  • მყესის დაჭიმულობა.

კოჭის გადაბრუნების მკურნალობა

კოჭის გადაბრუნების მკურნალობის პროცესში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ტკივილის შესამცირებლად ხშირად ინიშნება ფიქსატორები. ეს პროდუქტი კოჭის არეში სითბოს შენარჩუნებას უწყობს ხელს, აფიქსირებს სახსარს და ტკივილსაც ამცირებს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

  • კოჭის სამაგრი პლასტმასის ჩანართით – მას გვერდებზე მოთავსებული აქვს პლასტმასის ჩანართები, რაც კოჭს დაზიანებისგან იცავს, ჯვარედინი ღვედები კი ძლიერ ფიქსაციას უზრუნველყოფს. ჰაერი მარტივად ცირკულირებს, სახსარში კი სითბო ნარჩუნდება. მისი გამოყენება შეგიძლიათ ართრიტის, სახსრის დაჭიმვა/დაძაბულობის, ღრძობის ან თაბაშირის შემდგომი რეაბილიტაციისთვის.
  • კოჭის ორთეზი – ინიშნება მყესების დაზიანების დროს,ასევე ინსულტის შემდეგ ტერფის სტაბილიზაციისთვის.გამოიყენება ასევე  კოჭ-წვივის სახსრის ამოვარდნილობის და მოტეხილობის დროს. დამზადებულია მაღალი ხარისხის პლასტმასის მასალისაგან.
  • კოჭის ფიქსატორი – უზრუნველყოფს არა მარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ სითბოს შენარჩუნებასაც.  მას შიგნით მოთავსებული აქვს სხვადასხვა სახის ჩანართი, რომელსაც დამატებითი ფიქსაციის ფუნქცია აქვს, ჰემატომისა და შეშუპების დროს კი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
  • კოჭის ბანდაჟი – ამ კოჭის მარტივი სამაგრის გამოყენება მყესების დაჭიმულობის, ტერფის ქრონიკული ტკივილის დროს შეგიძლიათ. ის დამზადებულია ლამინირებული ელასტიური მასალისგან, რაც ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფს და არ აოფლიანებს კანს.

კოჭის ფიქსატორების გამოყენების პერიოდი ინდივიდუალური პრობლემის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, მისი ტარება მხოლოდ  რამდენიმე დღე იყოს საჭირო. თუმცა, არ არის გამორიცხული, ეს პერიოდი რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს.ზუსტი რეკომენდაციისთვის,ფიქსატორის გამოყენებამდე მიმართეთ პირად ექიმს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *