კუნთებისა და სახსრების ტკივილი საკმაოდ შემაწუხებელი პროცესია. კუნთების დაჭიმვა შეიძლება სხეულის ნებისმიერ ნაწილში გავრცელდეს, რაც ყოველდღიურ საქმიანობაში საკმაოდ დიდი დისკომფორტის გამომწვევია. კუნთებისა და სახსრების ტკივილის სხვადასხვა მიზეზი არსებობს, მაგალითად, ფიზიკური აქტივობების გარდა, მუცლის კუნთების ტკივილი შესაძლოა კუჭის სპაზმსა და ყაბზობას უკავშირდებოდეს. კისრის კუნთების დაჭიმულობა კი განსაკუთრებით აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდხანს დაძაბულ რეჟიმში უწევთ მუშაობა. ხოლო, ქვედა კიდურებში ამ პრობლემას, როგორც წესი, სირბილი, ვარჯიში და სპორტული აქტივობები, ასევე, უხერხული მოძრაობა ან ძლიერი დაღლილობაც იწვევს. რაც შეეხება სახსრების ტკივილს – უსიამოვნო შეგრძნებები თავდაპირველად ბარძაყისა და მუხლის არეში აღინიშნება. წლების განმავლობაში სასახსრე ხრტილები და შემაერთებელი ქსოვილები იწვევს ტკივილს, შესიებასა და შეზღუდულ მოძრაობას.
რა იწვევს კუნთების ტკივილს?
კუნთების ტკივილი მიზეზი ხშირად ხდება გადაჭარბებული ვარჯიში და ფიზიკური დატვირთა. გარდა ამისა, ეს შეიძლება ტრავმის, ინფექციის ან რაიმე პათოლოგიის ნიშანიც იყოს. ტკივილს შეიძლება ჰქონდეს მწვავე ან ქრონიკული, ყრუ ხასიათი. კუნთების ტკივილის ძირითად გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება:
- ფიზიკური ვარჯიშების შესრულება გახურების გარეშე;
- პროფესიული საქმიანობა;
- გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა;
- ინფექციური დაავადებები;
- ენდოკრინული დაავადებები;
- ემოციური დაძაბულობა.
რა იწვევს სახსრების ტკივილს?
სახსრების ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს ასაკის მატება, ჭარბი წონა, ტრავმა, გადამეტებული ფიზიკური აქტივობა ან ისეთი პათოლოგია, როგორიც არის ართრიტი, სახსარში მიმდინარე ანთებითი პროცესი. სახსრის ანთებით დაზიანებას კი მრავალი მიზეზი აქვს და საკმაოდ შემაწუხებელი ტკივილიც ახასიათებს. სახსრების ტკივილი სხვადასხვა ასაკში ვითარდება, თუმცა ქალებში უფრო მეტად ხშირია, ვიდრე მამაკაცებში და მისი ყველაზე გავრცელებული მიზეზი – ოსტეოართროზია. გარდა ამისა, სახსრების ტკივილს იწვევს:
- რევმატოიდული ართრიტი;
- ბურსიტი;
- ტრავმა;
- ინფექცია.
კუნთებისა და სახსრების ტკივილის მკურნალობა
კუნთების ტკივილს სხვადასხვა მეთოდით მკურნალობენ და ეს პროცესი პირდაპირ არის დამოკიდებული, თუ რა მიზეზით არის გამოწვეული პრობლემა. კუნთების დაჭიმვის სამკურნალოდ ეფექტურია ორთოპედიული ფიქსატორების გამოყენება.
ეს პროდუქტი ტკივილის შემცირებას უწყობს ხელს და აქტიურად გამოიყენება კუნთების დაჭიმულობის დროს. სამედიცინო ფიქსატორების გამოყენება ეფექტურია სახსრების ტკივილის დროსაც, რადგანაც ფიქსატორები სახსრის მოძრაობის ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვას უზრუნველყოფს. ასევე, ეს პროდუქტი სახსრის სტაბილიზაციას, სითბოს შენარჩუნებასა და ტკივილის შემცირებას უწყობს ხელს. ფიქსატორები შეიძლება დამზადებული იყოს ჰაერგამტარი ნეოპრინის,ანტიალერგიული ან აკრილის მასალისგან. რაც შეეხება მათ ფუნქციურ სხვაობას,ფიქსატორს შეიძლება ჰქონდეს სილიკონის ან მეტალის ჩანართი, ან სპეციალური ბალიში სახსრის დამატებითი მექანიკური ზემოქმედებისგან დასაცავად.