რამ შეიძლება გამოიწვიოს მკლავის ტკივილი?

მკლავის ტკივილის გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს.   მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ჭარბი დატვირთვა, ტრავმა, ნერვის დაზიანება, კუნთების პათოლოგია ან მექანიკური დისფუნქცია. მკლავის ტკივილი ასევე დაკავშირებულია კისრის ან მხრის  პრობლემებთან და მყესების დაზიანებასთან. თუმცა არსებობს ბევრად რთული დაავადება, რომლებიც მკლავის ტკივილს იწვევს. მათ შორისაა: ართროზი, “გაყინული” მხარი, ოსტეოართრიტი და სხვა პათოლოგიები.  გარდა იმისა, რომ მკლავის ტკივილი შემაწუხებელია, ეს უსიამოვნო შეგრძნება დისკომფორტს ქმნის ყოველდღიურ საქმიანობაში.

როგორ ვუმკურნალოთ მკლავის ტკივილს?

მკლავის ტკივილის მკურნალობა ყველა პაციენტში  დიაგნოზიდან გამომდინარე ინდივიდუალურად მიმდინარეობს. განსხვავებულია მისი მეთოდები, თუმცა ყველაზე ცნობილია სახსრის მოსვენება, ყინულის პროცედურები, ფიზიკური თერაპია და ორთოპედიული ფიქსატორების გამოყენება. ამ პრობლემის დროს ხშირად ტკივილგამაყუჩებლებსაც ნიშნავს ექიმი.  ძირითადად ეს დამოკიდებულია ტკივილის გამომწვევ მიზეზებზე და პრობლემის სირთულეზე. არის შემთხვევები, როდესაც მკურნალობა სახლის პირობებში მიმდინარეობს. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ  თვითმკურნალობა დასაშვებია მხოლოდ მაშინ,როდესაც სუსტი ტკივილი გაქვთ. თუ დისკომფორტი შემაწუხებელია და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაწუხებთ,მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ შესაბამისი კვლევები.

მკლავის ფიქსატორები

მკლავის იმობილიზაციისა და ფიქსაციისთვის,ტკივილის შემსუბუქების მიზნით,მოტეხილობის,ამოვარდნილობისა და დაჭიმულობის მკურნალობის  პროცესში აქტიურად იყენებენ ორთოპედიულ ფიქსატორებსა და ქამრებს. მკლავის ფიქსატორები უზრუნველყოს სახსარში ტემპერატურის შენარჩუნებას,კუნთების სტაბილიზაციას და ამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას. მათი გამოყენება ასევე ეფექტურია სპორტული აქტივობებისა და ფიზიკური დატვირთვის დროს. არსებობს მკლავის ფიქსატორები, რომლებიც   ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში ინიშნება. ასევე ზოგიერთი მათგანი ართრიტისა და ართროზის დროსაც რეკომენდებულია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *