მუხლის ტკივილი

მუხლის ტკივილი ბევრისთვის ძალიან ნაცნობი პრობლემაა და სხვადასხვა ასაკის ადამიანს აწუხებს.  შეიძლება, ეს უსიამოვნო შეგრძნება მცირე ინტენსივობით ხასიათდებოდეს, მაგრამ შესაძლოა, ეს სიმპტომი იმდენად ძლიერი იყოს, რომ ყოველდღიურ საქმიანობასა და მოძრაობაში შეგვიშალოს ხელი.

რა იწვევს მუხლის ტკივილს?

მუხლის ტკივილის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ეს შეიძლება უეცარ ტრავმასთან იყოს დაკავშირებული. თუმცა ტკივილი შესაძლოა ისეთი დაზიანების გამო გაჩნდეს, როგორიცაა იოგის გახევა ან მყესისა და  ხრტილის დაზიანება.არსებობს ტკივილის გამომწვევი ბევრად რთული  დაავადებებიც – ართრიტი, ნიკრისის ქარი, ბურსიტი  და სხვადასხვა სახის ინფექციები. ამ დაავადებების დროს ტკივილი ძირითადად შემაწუხებელია და  ცხოვრების ნორმალურ რიტმს აფერხებს. ხშირია სპორტსმენებში მენისკის დაზიანებაც, რომელსაც  ახასიათებს ძლიერი ტკივილი,ის განსაკუთრებით აუტანელი ხდება მუხლის მაქსიმალური მოხრის ან გაშლის დროს.მუხლის უეცარი ტკივილი შეიძლება განპირობებული იყოს ტრავმით,როგორიც არის მოტეხილობა ან მენისკის გახევა, ან რომელიმე ქრონიკული დაავადების,მაგალითად,ოსტეოართრიტის გამწვავებით. რაც შეეხება მუხლის შესიებას,ამ სიმპტომის უკან შეიძლება იდგეს,როგორც ინფექციური დაავადებები,ასევე ბურსიტი ან შლატერის დაავადება.ტკივილი მუხლის უკან შესაძლოა განპირობებული იყოს ბეიკერის კისტით,რომელსაც ტკივილის გარდა, მოძრაობის გაძნელება ახასიათებს.მუხლის ტკივილი სიარულის დროს კი ძირითადად მყესის ანთების ან ხრტილის დაზიანების გამო ვითარდება.

როგორ ვუმკურნალოთ მუხლის ტკივილს?

მუხლის ტკივილის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მათ შორისაა  მედიკამენტები და ფიზიკური თერაპია.  თუმცა  მუხლის ტკივილის მსუბუქი შემთხვევები ძირითადად  სახლის პირობებში მკურნალობითაც გაივლის. უმნიშვნელო, მუხლის ტკივილი ეფექტურად ექვემდებარება თვითმკურნალობას და ადამიანები ამ პრობლემის აღმოფხვრას სახლშიც ახერხებენ. მუხლის უმოძრაოდ გაჩერება ტკივილის დროს ყველაზე მეტად ეხმარება პაციენტს. სწორედ ამიტომ მომხმარებლები ამ დროს ხშირად სარგებლობენ მუხლის ორთოპედიული ფიქსატორებით.

მუხლის ფიქსატორები

ხშირად ტკივილის შემსუბუქების მიზნით მუხლის ფიქსატორები ინიშნება . ასევე ექიმები ამ პროდუქტის გამოყენებას მენისკის გახევის, ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, წინა ჯვარედინი იოგის დაზიანებისა და სხვა პრობლემების დროს  უწევენ რეკომენდაციას. ის მუხლის სახსარს ეხმარება ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში და იცავს მას დამატებითი დაზიანებისგან.მუხლის ორთოპედიულ ფიქსატორებს სხვადასხვა სტრუქტურა შეიძლება ჰქონდეს.ეს სამედიცინო პროდუქტი გვხვდება როგორც უჩანართო,ასევე მეტალის ან პლასტმასის ჩანართით.შესაბამისი საფიქსაციოს შერჩევა,ხდება პრობლემის ტიპისა და მისი ხასიათის მიხედვით. თუ გვესაჭიროება,სახსრის სრული იმობილიზიცია,რეკომენდებულია მუხლის ორთეზის ან მეტალისჩანართიანი ფიქსატორის გამოყენება.შეძენამდე სასურველია გაიაროთ კონსულტაცია თქვენს პირად ექიმთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *