მხრის ნერვის ანთება

მხრის  ნერვის ანთება,ასე უწოდებს ხალხი მხრის წნულში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესს,რომლის განვითარებას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს,ხშირად კი ის სხვადასხვა ტრავმას ან ორგანიზმისთვის სტრესულ ფაქტორს უკავშირდება. მხრის წნულის ნერვები იმპულსს ზურგის ტვინიდან ზედა კიდურში,მხარში, ხელსა და მტევანში გადასცემს.თუ ის ზიანდება, ამ დროს  თავდაპირველად წვისა და ტკივილის შეგრძნება ვითარდება.შემდგომ პერიოდში  კი მას ახასიათებს ისეთი შეგრძნებები, როგორიცაა: დაბუჟება, კუნთების სისუსტე და ძლიერი ტკივილი.

რა იწვევს მხრის ნერვის ანთებას?

მხრის ნერვის ანთებას იწვევს ნერვების კომპრესია, დაჭიმვა ან გახევა. არსებობს მისი მსუბუქი ფორმებიც,ამ დროს დაზიანება  ძირითადად უკავშირდება სპორტს. მძიმე შემთხვევების გამომწვევი მიზეზი კი  შესაძლოა, ავტოავარია ან ძლიერი ტრავმა გახდეს. ასეთ დროს არსებობს რისკი, რომ ხელმა მგრძნობელობა და ფუნქცია  დაკარგოს. აღსანიშნავია, რომ ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ  ნერვი გაუცივდათ. თუმცა, მედიცინის სფეროს წარმომადგენლების აზრით, გაციება უბრალოდ ხელს უწყობს პათოლოგიის გამოვლენას და შეტევის პროვოცირებას ახდენს.

სიმპტომები

მხრის წნულის ანთებას ძლიერი ტკივილი ახლავს თან. თუმცა, მხრის წნულის დაზიანების შემთხვევაში სიმპტომები განსხვავებულია. მაგალითად, მსუბუქი ანთების შემთხვევაში მისთვის დამახასიათებელია:

  • წვის შეგრძნება;
  • დაბუჟება;
  •  სისუსტე ხელში.

იმ შემთხვევაში, თუ საქმე მხრის წნულის რთულ დაზიანებასთან გვაქვს,მაშინ თქვენ იგრძნობთ:

  • ძლიერ ტკივილს;
  • დაბუჟებას;
  • კუნთების სისუსტეს;
  • კუნთის შეკუმშვის უნარის დაქვეითებას მტევანში, ხელში ან მხარში
  • მოძრაობის შეზღუდვას მტევანში, ხელში ან მხარში

როგორ ვუმკურნალოთ მხრის ნერვის ანთებას?

მხრის ნერვის ანთებას სხვადასხვაგვარად მკურნალობენ. ეს შეიძლება იყოს ტკივილგამაყუჩებლები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები,  ფიზიკურ თერაპია ან  ქირურგიული ჩარევა. ამ დროს პაციენტები ხშირად იყენებენ მხრის ფიქსატორებსაც, რომელიც ტკივილს შემცირებას და მხრის არეში სითბოს შენარჩუნებას უწყობს ხელს. მაგალითად, ნეოპრინის მხრის სამაგრი უზრუნველყოფს მხრის სახსრის დაცვას სახსრის ქრონიკული ტკივილის და კუნთების დაჭიმვისგან. მატყლის მხრის სამაგრი მაქსიმალურად უზრუნველყოფს სახსარში და მის ირგვლივ ტემპერატურის შენარჩუნებას,ამიტომ ეფექტურია მისი გამოყენება წელიწადის ცივ პერიოდში,რათა თავიდან ავირიდოთ მხრის წნულის ნერვების ანთების პროვოცირება. მხრის ფიქსატორებს აქტიურად გამოიყენებენ პაციენტები სხვადასხვა ტრავმის, დაზიანებისა და დაავადების დროს .  სათანადო ფიქსატორის გამოყენება დაზიანებული ადგილის ეფექტურ აღდგენას, იმობილიზაციას და რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. მხრის ფიქსატორები სასურველია ექიმის დანიშნულებით გამოიყენოთ. მისი ტარება საშუალოდ შესაძლოა რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში დაგჭირდეთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *