ბურსიტი სასახსრე აბგის ანთებაა, რომელიც ძირითადად იდაყვის, მუხლის, მხრისა და ტერფის სახსრებში ვითარდება. თუმცა, იდაყვის სახსრის ბურსიტი წარმოადგენს დაავადების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას. ბურსიტის გამომწვევი ძირითადი მიზეზი არის ჭარბი აქტივობა და სახსრის დატვირთვა, რაც ხშირად სახსრების ტკივილით ვლინდება. ამ დაავადებას შეიძლება ჰქონდეს მწვავე და ქრონიკული ხასიათი.
ბურსიტის სიმპტომები
ბურსიტი იწვევს ტკივილს, რაც მოძრაობის შეზღუდვას იწვევს. ამ დაავადების სიმპტომები დამოკიდებულია ანთებითი სინოვიური ჩანთის მდებარეობაზე. თუ, საქმე გვაქვს მხრებში არსებული სინოვიური ჩანთის ანთებასთან, მაშონ მტკივნეული და გაძნელებულია ხელის აწევა. ხოლო, იდაყვის ბურსიტმა შეიძლება მნიშვნელოვანი შესიება. ძირითადად, მწვავე ბურსიტი საათებსა ან დღეებში ვითარდება. ანთებადი მიდამო მოძრაობით ან შეხებით მტკივნეულია. კანთან ახლოს მდებარე სინოვიური ჩანთის არეში, როგორც ეს მუხლის ან იდაყვის შემთხვევაშია, კანი წითელი და შეშუპებული შეიძლება ჩანდეს. ბურსიტის ძირითადი სიმპტომებია:
- ტკივილი;
- შესიება;
- მოძრაობის შეზღუდვა;
- სიწითლე.
ბურსიტი და მისი გამომწვევი მიზეზები
ბურსიტი, ჩვეულებრივ გამოწვეულია ჭარბი ან უჩვეულო დატვირთვის გამო განვითარებული გაღიზიანებით. ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ტრავმით, პოდაგრით, რევმატოიდული ართრიტით ან სხვა რომელიმე დაავადებით. ბურსიტის გამომწვევი მიზეზებია:
- სახსრების ტრავმები;
- სახსრების ხანგრძლივი მექანიკური დაზიანება;
- მარილების დაგროვება (რევმატოიდული დაავადებების დროს);
- ჩირქოვანი ანთბით პროცესი.
ბურსიტის მკურნალობა
ძალიან მნიშვნელოვანია ბურსიტის დროული მკურნალობა, რადგან ამ დაავადებამ შეიძლება მიგვიყვანოს ქრონიკული ფორმის განვითარებამდე და სხვადასხვა სახის გართულება გამოიწვიოს. ამ დაავადების მკურნალობის პროცესში ფიზიკური თერაპია ხშირად ეხმარება სახსრის ფუნქციის აღდგენას. ვარჯიში, კი ხელს უწყობს დასუსტებული კუნთების გაძლიერებას და სახსარში მოძრაობის აღდგენას. გარდა ამისა, ამ დროს რეკომენდირებულია ფიქსატორების გამოყენება. ეს პროდუქი უზრუნველყოფს სახსრის სტაბილიზაციას,სითბოს შენარჩუნებასა და ტკივილის შემცირებას. ის შეიძლება დამზადებული იყოს ჰაერგამტარი ნეოპრინის,ანტიალერგიული ან აკრილის მასალისგან. იდაყვის, მხრის, მუხლისა ფიქსატორები სახსრის მოძრაობის შეზღუდვას უწყობს ხელს. ეს პროდუქტი თითქმის სხეულის ყველა ნაწილისთვის არსებობს და ძირითადად სხვადასხვა დაზიანებისა და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულების პრევენციის მიზნით ნიშნავენ.