რა არის ფიბრომიალგია და როგორ ვუმკურნალოთ მას?

ფიბრომიალგია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებაა, რომელსაც   ზურგის, კისრის, მხრებისა და თეძოების არეში ტკივილები ახასიათებს. ეს დაავადება ძირითადად,  თავს იჩენს ფიზიკური ტრავმის, ოპერაციული ჩარევის, ინფექციური დაავადებისა ან ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის შემდეგ. ფიბრომიალგია უფრო ქალებში გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში.

ფიბრომიალგიის სიმპტომები:

ფიბრომიალგიის დროს გაძლიერებულია ტკივილის შეგრძნება, რაც თავის ტვინში ტკივილის სიგნალების აღქმის დარღვევასთან არის დაკავშირებული. ამ დაავადებას ასევე,  ახასიათებს დაღლილობის შეგრძნებით გაღვიძება. ძილის პროცესს, კი ხელს უშლის ტკივილის არსებობა,  მოუსვენარი ფეხების სინდრომი და ძილის აპნოე. დაავადების დროს პაციენტებს მნიშვნელოვნად ეცვლებათ ყურადღების გამახვილებისა და კონცენტრაციის უნარი, ეწყებათ შფოთვა ან დეპრესია. ფიბრომიალგიის სიმპტომებია:
● სისუსტე;
● მთელი სხეულის კუნთების ტკივილი;
● მეხსიერებისა და გუნება-განწყობის გაუარესება;
● საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის დარღვევები.

ფიბრომიალგიის გამომწვევი მიზეზები:

ფიბრომიალგიის გამომწვევი მიზეზები დადგენილი არ არის. შესაძლოა, მის განვითარებას ხელი შეუწყოს ცუდმა ძილმა, დაძაბულობამ, ტრავმამ, სიცივისა და ნესტის ზემოქმედებამ. ამ დაავადების ხელშემწყობი ფაქტორია ასევე, ფსიქოგენური სტრესი. ფიბრომიალგიის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
● რევმატოიდული ართრიტი;
● წითელი მგლურა;
● ვირუსები;
● ინფექცია;
● ტრავმა.

მკურნალობის გზები:

ფიბრომიალგია ქრონიკული მდგომარეობაა, თუმცა, სტრესის შემცირებასთან ერთად შეიძლება თავისთავად გაიაროს. ზოგჯერ, მკურნალობის მიუხედავად, პაციენტების უმრავლესობას სხვადასხვა ხარისხით გამოხატული სიმპტომები დროთა განმავლობაში უგრძელდება. მკურნალობის პროცესში აუცილებელია ძილის მოწესრიგება. ამ დროს ასევე,  ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რეკომენდირებულია ვარჯიში, სეირნობა და სტრესის შემცირება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *