პლანტოგრაფია არის ფეხის დეფორმაციების შეფასებისა და მონიტორინგის დიაგნოსტიკური მეთოდი. ეს პროგრამული უზრუნველყოფა აანალიზებს ტერფზე შეგროვებულ მონაცემებს, ადგენს ფეხის ყველაზე გადატვირთულ უბნებს და აფიქსირებს ნებისმიერ ცვლილებას. ეს პროცესი ზომების დამახინჯების გარეშე ხარისხიანი სურათების მიღების შესაძლებლობას იძლევა. პლანტოგრაფია ზუსტად და ინდივიდუალურად განსაზღვრას ტერფზე არსებულ პრობლემებს.
ვისთვის არის საჭირო პლანტოგრაფია?
პლანტოგრაფია ადგენს ბრტყელტერფიანობის არსებობას ან თაღების სიმაღლეში არასასურველ ცვლილებებს. ტერფის დაავადებებს შორის ის ყველაზე გავრცელებულია. ამ დროს ტერფი დეფორმაციას იღებს და ამორტიზაციის უნარს კარგავს. ბრტყელტერფიანობის დროს ადამიანი სიარულისას ძლიერ იღლება და ტკივილიც აწუხებს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პრობლემა სხვა დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს მას თავიდანვე სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს. ბრტყელტერფიანობა ძვალ-სახსროვანი სისტემისა და მთელი კონსტრუქციის ცვლილებას იწვევს, ამიტომ პრევენციის მიზნით, საჭიროა ტერფის დიაგნოსტიკის ჩატარება 4 წლის ასაკიდან, როდესაც ძვლოვანი სტრუქტურა ყალიბდება. პლანტოგრაფია კეთდება:
- ბავშვებისთვის- ფეხის დაწეული თაღის ან ფეხის ამაღლებული თაღის დასადგენად.
- სპორტსმენებისთვის – რათა გამოიკვლიონ დინამიური წონასწორობა და ძალების გადანაწილება მოძრაობის დროს.
- ნებისმიერი დამიანისთვის- ვისაც, ტერფზე ტკივილი და პრობლემები აწუხებს.
როგორ კეთდება პლანტოგრაფია?
პლანტოგრაფია ტერფის ციფრული კვლევის თანამედროვე მეთოდია, რომელიც ტერფის პირდაპირ სკანირებას გულისხმობს. ეს პროცესი გამოირჩევა მაღალი ინფორმატიულობითა და სრული ობიექტურობით, რომელსაც არ ახასიათებს უკუჩვენებები და სრულიად უვნებელია. პლანტოგრაფიის დროს სამ-განზომილებაში ტერფის პირდაპირი სკანირება და პარამეტრების ანალიზი ხდება. ტერფის ფუნქციონალური კვლევა მიზანშეწონილია 3-4 წლის ასაკიდან. საუკეთესო დაქვემდებარების პერიოდი კი 4-დან 8 წლამდეა. ბავშვებში ტერფის დიაგნოსტირების ჩასატარებლად აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვი იწონიდეს მინიმუმ 20-21კგ-ს. ტერფის დიაგნოსტირების ჩასატარებლად მოსულ პაციენტს სასურველია, თან ჰქონდეს ერთი ან ნახევარი ზომით დიდი, სქელძირიანი, სპორტული სტილის ფეხსაცმელი, რომელსაც ეღება ლანჩი.