რა არის წითელი ქარის დაავადება?

წითელი ქარი მწვავე, ინფექციური დაავადებაა და ის ძირითადად სახეზე, თავსა და ქვედა კიდურებზე ვლინდება. ის გავრცელებულია, როგორც კანისა და ლორწოვანი გარსების მწვავე ანთება. წითელი ქარისთვის დასაწყისში სისუსტე და თავის ტკივილია დამახასიათებელი, ამას ხშირ შემთხვევაში მოჰყვება შემცივნება და ტემპერატურის მატებაც.  ჩამოთვლილ სიმპტომებთან ერთად შესაძლოა, ავადმყოფს უმადობა, უძილობა და გულისრევა დაეწყოს.

ასევე, წითელი ქარის დროს კანისთვის დამახასიათებელია:

  • შეწითლება;
  • შეშუპება;
  • ბუშტუკები;
  • გახურება;
  • დაჭიმულობა;
  • მტკივნეულობა.

წითელი ქარის გამომწვევი მიზეზები

ხშირად, ორგანიზმში ინფექციის შეჭრა გარემოდან ხდება, რასაც ხელს  მიკრობებით კანის დაბინძურება და მიკროტრამვაც უწყობს. წითელი ქარის გამომწვევი არაერთი მიზეზია ცნობილი თუმცა, ის  მხოლოდ დაზიანებულ კანსა და ლორწოვანში სტრეპტოკოკის შეჭრის შედეგად ვითარდება. ამის გაჩენის მიზეზი შეიძლება ქირურგიული ჭრილობები გახდეს ან უბრალოდ  მწერის ნაკბენები.

წითელი ქარის განვითარება კი  უკავშირდება ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა:

  • კანის დაავადებები;
  • წყლულები კანზე;
  • შეშუპებული ფეხები;
  • გულის უკმარისობა და დიაბეტი;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ალკოჰოლიზმი;
  • ნარკოდამოკიდებულება.

წითელი ქარის გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ქრონიკული ლიმფედემის გართულება, რაც საშუალოდ პაციენტების 25%-ში აღინიშნება. საინტერესოა, რომ წითელ ქარსა და ლიმფედემას ციკლური ურთიერთდამოკიდებულება ახასიათებთ. ვინაიდან, წითელი ქარით გამოწვეული ლიმფური დრენაჟის დარღვევა ლიმფედემის გამომწვევ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს, ხოლო ლიმფედემის გართულება კი წითელი ქარისას.

წითელი ქარის მკურნალობის გზები

წითელ ქარს ძირითადად სახლში მკურნალობენ. თუ, დაავადება გართულდა მისი მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებოს. პაციენტები ამ დროს მედიკამენტებს იყენებენ და ვინაიდან წითელი ქარი სტრეპტოკოკული ინფექციაა, მკურნალობაში ანტიბიოტიკების მიღებაც საჭირო ხდება.  კიდურზე არსებული დაავადების დროს აუცილებელია მოძრაობის შეზღუდვა და კიდურის მოსვენება აწეულ მდგომარეობაში – ეს ამცირებს შეშუპებასა და ტკივილს. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ კი ჯანმრთელმა პაციენტებმა 1 თვის განმავლობაში უნდა ატარონ ელასტიური წინდები. ხოლო მათ, ვისაც ლიმფური შეშუპება აქვთ, გაცილებით დიდ ხანს უხდებათ კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება,ლიმფური დრენაჟის გასაუმჯობესებლად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *