რატომ უნდა გამოვიყენოთ ნებულაიზერი?

ნებულაიზერი საკმაოდ აქტიურად გამოიყენება თანამედროვე მედიცინაში. ეს პროდუქტი ეფექტურად გამოიყენება  რესპირატორული ინფექციების, მწვავე ბრონქიტის, ასთმის და სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ნებულაიზერის გამოყენება კომფორტული და მოსახერხებელია იმ პაციენტებისთვის, ვისაც წამლები სჭირდება პირდაპირ ფილტვამდე მისასვლელად, რადგან ეს პროცესი ხდება თხევადი მედიკამენტების აპარატის საშუალებით ნისლისებურ აეროზოლად გარდაქმნით, რის შემდეგაც  ხდება მათი შესუნთქვა.

სად შევიძინოთ ნებულაიზერი?

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ნებულაიზერს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფი ქართულ ბაზარს უმაღლესი ხარისხის თანამედროვე პროდუქტებით 2012 წლიდან ამარაგებს.   პროდუქცია სხვადასხვა დანიშნულებისაა და მათ ადამიანები მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით იყენებენ. ფილიალებში საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული ბრენდების პროდუქტები ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი და  ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. კომპანია მომხმარებლებს ormon-ის ბრენდის სხვადასხვა ფუნქციისა და ზომის ნებულაიზერებს სთავაზობს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

რა უნდა გაითვალისწინოთ ნებულაიზერის გამოყენებისას? 

ნებულაიზერი არის მოწყობილობა რომელიც გამოიყენება ზედა და ქვედა სასუნთქი გზებისთვის მედიკამენტების გადასაცემად. ნებულაიზური თერაპია, რომელსაც ხშირად სუნთქვის მკურნალობას უწოდებენ, განსაკუთრებით მოსახერხებელი საშუალებაა ასთმის სამკურნალო მედიკამენტების მისაღებად ბავშვებისთვის ან მათთვის ვისთვისაც  ინჰალატორის გამოყენება რთულია. გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ნებულაიზერის გამოყენებამდე უნდა გაითვალისწინოთ:

  • გამოყენების წინ დაიბანეთ ხელები;
  • გადაამოწმეთ ექიმის დანიშნულებაში ნებულაიზერის აპარატში ჩასასხმელი მედიკამენტის დოზა;
  • მოათავსეთ ისინი ნებულაიზერის თასში, რომელიც უნდა მიუერთოთ ნიღბის მილს;
  • გამოიყენეთ მილი, რათა დაუკავშიროთ  ჰაერის კომპრესორი და ნებულაიზერის თასი ერთმანეთს;
  • ჩართეთ კომპრესორი; შეამოწმეთ და დარწმუნდით მუშაობს თუ არა ის სათანადოდ, თუ დაიანახავთ, რომ აეროზოლი გამოდის მილის მეშვეობით ნისლისებურად, ე.ი ის მუშაობს;
  • 10-15 წთ-ის შემდეგ, როდესაც აეროზოლი ნისლისებურად გამოსვლას შეწყვეტს გამორთეთ მოწყობილობა;
  • ინჰალაციის შემდეგ დაიბანეთ პირი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *