რევმატოიდული ართრიტი არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროს იმუნური სისტემის არასწორი აქტიურობის შედეგად სახსარში იწყება ანთებითი პროცესი. ეს დაავადება იწვევს სახსრების ტკივილს, შეშუპებას, შებოჭილობასა და მოძრაობის შეზღუდვას. რევმატოიდული ართრიტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და ძირითადად 35-50 წლის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში ვლინდება.
რევმატოიდული ართრიტის სიმპტომები
რევმატოიდული ართრიტის პროგრესირების შედეგად სახსრებმა შეიძლება განიცადონ დეფორმაცია და შეიზღუდოს მათი ფუნქცია. ამ დროს იმუნური სისტემის კომპონენტები ებრძვიან სახსრის რბილ ქსოვილებს და შემაერთებელ ქსოვილებს. ამის შედეგად, ხრტილი, ძვლები და სახსრის იოგები სეროზიულ დაზიანებას განიცდის, რაც მათ დეფორმაციას, არასტაბილობას და ნაწიბურების განვითარებას იწვევს. სახსრები, კი სხვადასხვა ინტენსივობით ზიანდება. რევმატოიდული ართრიტის სიმპტომებია:
- ტკივილი;
- შემოჭილობა;
- სისუსტე;
- მადის დაქვეითება;
- წონის კლება.
გამომწვევი მიზეზები
რევმატოიდული ართრიტი შეიძლება გამოვლინდეს პრაქტიკულად ნებისმიერი სახსრის დაზიანებით, მაგრამ უმეტესად ზიანდება სხივ-მაჯის, მუხლის და ტერფის სახსრები. ამ დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, რადგან რევმატოიდული ართრიტის მიმდინარეობაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. მათ შორის:
- გენეტიკა;
- ვირუსული ინფექცია;
- ძვლის დაავადებები;
- გადატანილი ტრავმები.
რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის გზები
რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა მიმდინარეობს მედიკამენტური, ქირურგიული ან შედარებით, მარტივი გზით, რაც დასვენებას და ადეკვატურ კვებას გულისხმობს. გარდა ამისა, სახსრებს, რომლებშიც მძიმედ მიმდინარეობს ანთებითი პროცესი მოსვენება სჭირდებათ, რადგან დატვირთვამ, შეიძლება, ანთების დამძიმება გამოიწვიოს. სახსრების იმობილიზაციისა და მოსვენებისთვის გამოიყენება ფიქსატორები. ეს პროდუქტი რეკომენდირებულია სასხრების ტკივილების დროს. ფიქსატორები ტკივილების შემცირებას უწყობს ხელს. მაგალითად, მენჯ ბარძაყის ფიქსატორი მენჯ-ბარძაყის სახსარს განმეორებითი დაზიანებისგან იცავს. მუხლის სახსრის საიმედო ფიქსაციას კი მუხლის ფიქსატორები უზრუნველყოფს. რევმატოიდული ართრიტის დროს იყენებენ სხივ–მაჯისა და თითების ფიქსატორს. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს მაჯის და ფალანგთაშორისი სახსრების ფიქსაციას და იძლევა 30 გრადუსით მაჯის გადახრის საშუალებას. მხრის სახსრის ართრიტის შემდეგ კი აქტიურად ატარებენ მხრის სამაგრს, რომელიც უზრუნველყოფს მხრის სახსრის დაცვას ქრონიკული ტკივილისა და კუნთების დაჭიმვისგან. არსებობს ასევე კოჭის, თითის, იდაყვის, კისრის და ტერფის ფიქსატორები. ისინი გამოიყენება სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობისთვის, ასევე რეაბილიტაციის პროცესში. იმობილიზაციასთან ერთად გაითვალისწინეთ, რომ სახსრების სისტემატური აქტივობა აუცილებელია იმისათვის, რომ მიმდებარე კუნთების დასუსტება და სახსრის “გაყინვა” არ მოხდეს.