ნერვის ანთებას თან ახლავს გაუსაძლისი ტკივილი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე წამიდან – რამოდენიმე წუთამდე.იქიდან გამომდინარე, რომ ამ პრობლემის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს, მკურნალობის პროცესიც განსხვავებულია. ნერვის ანთების დროს, პირველ რიგში, ტკივილგამაყუჩებელს იღებენ და თუ ეს ტკივილი ანთებით პროცესს უკავშირდება საჭირო ხდება ანტიბიოტიკების ჩართვაც. თუმცა, მნიშვნელობა არ აქვს სხეულის რომელ ნაწილში განვითარდა ნერვის ანთება, სწორი მკურნალობის პროცესისთვის აუცილებელია მიმართოთ ექიმს და გაიკეთოთ შესაბამისი გამოკვლევები.
რა იწვევს ნერვის ანთებას?
ნერვის ანთების მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმა, ტოქსიკური მოწამვლა, ინფექციური და ონკოლოგიური დაავადებები, ასევე ხერხემლის მალთაშორის თიაქარი, შაქრიანი დიაბეტი და დაქვეითებული იმუნიტეტი. გარდა ამისა, ნევრიტის მიზეზად შეიძლება იქცეს გაციება, სისხლძარღვოვანი დარღვევები, რევმატიზმი, პოდაგრა და ვიტამინების (B ჯგუფის) უკმარისობა. ნერვის ანთება სხეულის სხვადასხვა ნაწილში შესაძლოა განვითარდეს. მათ შორის, ხშირად კისრის არეში. ამ ნაწილში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომელიც კისრის, თავის ქალასა და სახის მიდამოს კვებასა და ნერვული იმპულსების გადაცემაში მონაწილეობს. გარდა ამისა, კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს და მცირე პათოლოგიური ცვლილება ან ზედმეტი დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს. ხშირია ასევე, მხრის ნერვის ანთებაც, რომელიც უმეტესად სპორტსმენებში ვლინდება.
მკურნალობის გზები
ნერვის შეტევითი ტკივილის დროს უნდა შეარჩიოთ ისეთი მდებარეობა , რომელიც შეგიმსუბუქებთ ტკივილს. დააფიქსირეთ ხერხემლის მტკივნეული ადგილი განსაკუთრებით თანმხლები დაავადებების: ხერხემლის გულმკერდის, კისრის ან წელის ნაწილის მალების ოსტეოქონდროზის დროს. ამ დროს, გარდა მედიკამენტოზური და ფიზიოტერაპიული მკურნალობისა, მნიშვნელოვანია ფიქსატორებისა და წელის კორსეტების გამოყენება. მაგალითად, თუ იდაყვის ნერვის ანთება გაწუხებთ ამ დროს ატარეთ იდაყვის ფიქსატორი, რომელიც დამზადებულია ნეოპრინის ჰაერგამტარი ქსოვილისაგან. მისი დამატებითი ბალიში ფიქსაციას აძლიერებს და ფიზიკური დატვირთვის დროს სახსარს დაზიანებისგან იცავს. კისრის ნერვის ანთების დროს კი იმობილიზაციისა და ტკივილის შესამსუბუქებლად კისრის სტაბილიზატორი გამოგადგებათ. ის ეფექტურია ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქრის დროს, ამცირებს დატვირთვას კისრის მალებზე და კისრის კუნთების ტონუსის ნორმალიზებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მკურნალობის პროცესში ეცადეთ, არ გაცივდეთ, არ ინერვიულოთ, თავი აარიდეთ სტრესს, მოერიდეთ თამბაქოს, უარი თქვით სპირტიან სასმელებზე და ხშირად ისეირნეთ ფეხით. გისურვებთ ჯანმრთელობას!