თითების ტკივილი საკმაოდ უსიამოვნოა და ეს შეგრძნება ყოველდღიურ საქმიანობაში ხელს გვიშლის. ტკივილი შეიძლება იყოს მოულოდნელი ტრავმით ან გადაჭარბებული დატვირთვითა და დაჭიმულობით გამოწვეული. თუმცა თითის ტკივილის სხვა უფრო სერიოზული ფაქტორებიც არსებობს. მაგალითად,ნეკა თითის ტკივილის და დაბუჟების მიზეზი ხშირად იდაყვის ნერვის კომპრესიაა.რაც შეეხება ცერა თითის ტკივილს,ის ხშირად დე კერვენის ტენოსინოვიტითა და მაჯის არხის სინდრომით არის გამოწვეული.საჩვენებელი თითის ტკივილს და ზოგადად თითის ტკივილს კი არაერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.მათ შორის არის:
- ოსტეოართრიტი – ამ დროს ძვალზე წარმოიქმნება კვანძები თითის შუა ან დისტალურ სახსრებზე და ადამიანი კარგავს თითების ნორმალურად მოხრის უნარს.
- ართრიტი – თითების ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია და სხეულის ერთი ან მეტი სახსრის ანთებას ან გადაგვარებას გულისხმობს.
- თითის დაზიანება – ამ დავადებამ შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება, ანთება და ძლიერი ტკივილი. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ნაღრძობი ან მოტეხილი თითი ერთ მდგომარეობაში დაფიქსირდეს – ამ პერიოდში რეკომინდებული და ეფექტურია თითის ფიქსატორის ტარება.
როგორ ვუმკურნალოთ თითის ტკივილს?
თითის მკურნალობის მეთოდები სხვადასხვაგვარია და დამოკიდებულია არსებულ დაავადებაზე. ტკივილის შემსუბუქების სხვადასხვა გზა არსებობს და ეს ინდივიდუალურია. შეიძლება მკურნალობა ვარჯიშებით ან მასაჟებით მოხდეს. თუმცა თითის მკურნალობა, როგორც წესი, გულისხმობს თითის მოსვენებას და იმობილიზაციას – ამას კი ყველაზე კარგად თითის ფიქსატორები უზრუნველყოფენ.
თითის ფიქსატორი ახდენს როგორც დამატებითი ტრავმირების პრევენციას, ასევე რეაბილიტაციის პერიოდსაც აჩქარებს. მისი გამოყენება რეკომენდებულია მოტეხილობის, ამოვარდნილობის, ნერვული ქსოვილების დაზიანებისა და სხვადასხვა ტრავმის დროს. მისი ტარების ხანგრძლივობა კი ინდივიდუალურია და კონკრეტული პერიოდი არ არის განსაზღვრული. თუმცა უმჯობესია ამ საკითხზე კონსულტაცია პირად ექიმთან გაიაროთ.