თითის ტრავმა – სიმპტომები და მკურნალობის გზები

თითის ტრავმა შეიძლება ძვლის ან მყესების ნებისმიერმა დაზიანებამ გამოიწვიოს.  დაბუჟება კი ძირითადად,  გამოწვეულია ნერვზე ზეწოლით. თითის ტკივილს საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნება ახლავს თან. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე ფაქტორით, თუმცა უმეტეს შემთხვევაში  პრობლემა გარდამავალია და ხშირად დაკავშირებულია გადაჭარბებულ  მუშაობასთან ან უეცარ ტრავმასთან. თუ თითის ტკივილი მსუბუქია, ამ შემთხვევაში ადამიანები მასაჟებით და ვარჯიშებით ცდილობენ პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ თუ დისკომფორტი დიდხანს გაგრძელდა, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და ინდივიდუალური დანიშნულების მიღება.

რამ შეიძლება გამოიწვიოს თითის ტრავმა?

თითის ტრავმა ყოველდღიურ ცხოვრებაზე საკმაოდ უარყოფითად აისახება. ეს პრობლემა პირდაპირ უშლის ხელს ნორმალურ მუშაობას, როგორც სახლში, ასევე სამსახურში და დისკომფორტს იწვევს სხვადასხვა სიტუაციაში. თითების ტრავმის გამომწვევი მიზეზებია:

  • ართრიტი – სხეულის ერთი ან მეტი სახსრის ანთებას ან გადაგვარებას გულისხმობს და თითების ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
  • განგლიონის ცისტები – მოქმედებს მაჯასა და ხელზე. ცისტა ივსება სითხით, რომელიც  ზეწოლას ახდენს ახლომდებარე ნერვებზე და იწვევს თითების, ხელის ან მაჯის ტკივილს.
  • ოსტეოართრიტი – ამ დროს ძვალზე წარმოიქმნება კვანძები თითის შუა ან დისტალურ სახსრებზე და ადამიანი კარგავს თითების ნორმალურად მოხრის უნარს.
  • კარპალური გვირაბის სინდრომი – ხშირად მსუბუქად იწყება, მაგრამ შეიძლება იმ დონეზე გაუარესდეს, რომ საგნების აღებაც კი გაუჭირდეს ადამიანს. ეს სინდრომი გამოწვეული შუათანა ნერვზე ზეწოლით და ახასიათებს თითების წვა, ტკივილი ან დაბუჟება.
  • თითის დაზიანება – თითების დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება, ანთება და ძლიერი ტკივილი. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ნაღრძობი ან მოტეხილი თითი ერთ მდგომარეობაში დაფიქსირდეს – ეს ხელს უწყობს, როგორც პრობლემის აღმოფხვრას, ასევე ტკივილის შემსუბუქებას. ამ პერიოდში რეკომენდებული და ეფექტურია თითის ფიქსატორის ტარება.

თითის ტრავმის მკურნალობა

თითის ტკივილის მკურნალობის მეთოდები ძირითადად მის გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული. ამ პრობლემის აღმოფხვრის სხვადასხვა გზა არსებობს და ეს ინდივიდუალურია. შეიძლება  მკურნალობისას ვარჯიშები ან მასაჟი დაინიშნოს. თუმცა, თითის მკურნალობა, როგორც წესი, გულისხმობს თითის მოსვენებას და იმობილიზაციას – ამას, კი ყველაზე კარგად თითის ფიქსატორები უზრუნველყოფს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • თითის ფიქსატორი – თითის მოტეხილობის, ამოვარდნილობის, ნერვების სხვადასხვა დაზიანების დროს გამოიყენება. თითს გაშლილ მდგომარეობაში აფიქსირებს და დამატებით ტრავმირებას ხელს უშლის. ხელმისაწვდომია S, M, L ზომებში.
  • თითის არტახი – რეაბილიტაციის პროცესის აჩქარებას უწყობს ხელს და თითის სხვადასხვა ტრავმის დროს გამოიყენება. მას აქვს ნახვრეტები, რომლებიც გაგრილებას უზრუნველყოფენ. ყოველდღიური მოხმარებისთვის საკმაოდ მსუბუქი და კომფორტულია. ხელმისაწვდომი კი  S, M, L, XL, XXL ზომებში.

იქიდან გამომდინარე, რომ არასათანადო მკურნალობამ შეიძლება ქრონიკული ტკივილი გამოიწვიოს, თითის ფიქსატორების შეძენისას მნიშვნელოვანია ყურადღება ხარისხზე გამახვილდეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *