იდაყვის ფიქსატორები

იდაყვის ფიქსატორი გამოიყენება იდაყვის სახსრის ტრავმების სამკურნალოდ და ფიზიკური დატვირთვის დროს დაზიანებისგან თავის ასარიდებლად. მისი გამოყენება  ამცირებს ტკივილს, გამოყოფს და ინარჩუნებს სითბოს. ამ პროდუქტის ტარება კომფორტულია მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ყოველდღიური საქმიანობისას.

როდის არის საჭირო იდაყვის ფიქსატორის გამოყენება?

დაზიანებული სახსრები მტკივნეული, გაწითლებული და შეშუპებულია, მოძრაობა კი – შეზღუდული. მენჯ-ბარძაყის, მუხლის, კოჭ-წვივის სახსრების ტკივილთან ერთად, ეს პრობლემა ხშირია იდაყვის არეშიც. ამ დროს სასახსრე კაფსულის გადაჭიმვით გამოწვეული ტკივილის შესამცირებლად პაციენტი ცდილობს სახსარი მოხრილი ჰქონდეს, რაც, საბოლოოდ, მოხრითი კონტრაქტურების ჩამოყალიბებას იწვევს. ამიტომ, ამ დროს ისევე როგორც სხვადასხვა ფიზიკური დატვირთვისა და აქტივობის დროს იდაყვის ფიქსატორის გამოყენება რეკომენდირებულია.

 სად შევიძინოთ იდაყვის ფიქსატორები?

სამედიცინო ჯგუფი „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს მრავალმხრივი სამედიცინო პროდუქციას 2012 წლიდან სთავაზობს. დედაქალაქის გარდა კომპანია გორში, ქუთაისში,  ზუგდიდსა და ბათუმში 16 საფირმო ფილიალით არის წარმოდგენილი. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული ისეთი ექსკლუზიური ბრენდების ფიქსატორებს სთავაზობს, როგორიცაა – მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. პროდუქცია სხვადასხვა ზომაშია ხელმისაწვდომი, მისი ღირებულება  კი 33 ლარიდან 295 ლარამდე მერყეობს.  განვიხილოთ კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში წარმოდგენილი იდაყვის ფიქსატორების ნაწილი:

სტანდარტული იდაყვის ფიქსატორი – ფიზიკური დატვირთვის დროს სახსარს დაზიანებისგან იცავს და ტრავმების სამკურნალოდ გამოიყენება.დამზადებულია ანტიალერგიული ნეოპრინის მასალისგან. აქვს დამატებითი ღვედი მეტი ფიქსაციისათვის.

ეპიკონდილიტის ბანდაჟი –  გამოიყენება იდაყვის სახსრის მყესების ანთების ან დაზიანების დროს. ეპიკონდილიტის დროს მყესზე დატვირთვას ხსნის და ამცირებს ტკივილს.

იდაყვის ნაქსოვი დამჭერი კი  იდაყვის სახსრის მყესების და ძვლისსაზრდელას ანთების დროს გამოიყენება.დამზადებულია ელასტიური, ჰაერგამტარი ნაქსოვი მასალისგან. ორივე მხრიდან აქვს სილიკონის ჩანართი და დამატებითი ღვედი.

იდაყვის ორთეზი – უზრუნველყოფს იდაყვის სახსრის კონტროლირებულ მობილიზაციას. იგი გამოიყენება მოტეხილობის, ღრძობის ან ართროზის დროს. სახსარს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და დაზიანებისგან იცავს.

კომპანია “ახალი ხედვის” მიზანია დაგროვილი ცოდნა და პროფესიონალიზმი მომხმარებლის სურვილებს მოარგოს და მათი ინტერესები გაითვალისწინოს.  სამედიცინო ჯგუფი უკვე წლებია მაქსიმალურად ცდილობს მომხმარებლებს საუკეთესო სერვისი შესთავაზოს და ზედმეტ ხარჯებთან ერთად, მათი დროც დაზოგოს. სწორედ ამიტომ, ფიქსატორების შეძენა როგორც მაღაზიებში, ასევე ონლაინ რეჟიმშიც არის შესაძლებელი. სასურველ პროდუქტს კი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიიღებთ. პროდუქციის სანახავად ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://akhalikhedva.ge/

იდაყვის ფიქსატორის გამოყენების ინსტრუქცია

არსებობს ფიქსატორები, რომლებიც მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება . თუმცა, მსუბუქი დაზიანებების ან სპორტული ტრამვების დროს, შესაძლოა იდაყვის სტანდარტული ფიქსატორის გამოყენება, რომელიც ნეოპრინის მასალისგანაა დამზადებული.  რეაბილიტაციის პერიოდი შესაძლოა რამდენიმე დღე ან კვირა გაგრძელდეს. ხანგრძლივობა პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული. გირჩევთ, რომ ეს საკითხი პირად ექიმთან გაიაროთ. იდაყვის ფიქსატორის შეძენისას გაითვალისწინეთ თქვენი მდგომარეობა, დაზიანების ხარისხი,  ტრავმის სირთულე და ექიმის რეკომენდაციები.