წელის კორსეტები და ქამრები

აფიქსირებს ხერხემალს  სწორ მდგომარეობაში და იდეალურია წელის ტკივილის აღმოსაფხვრელად.  ეს პროდუქდი ხელს უწყობს ხერხემლის არეში  დატვირთვის შემსუბუქებასა და გამოიყენება კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების რეაბილიტაციის მიზნით. ექიმის რეკომენდაციით,  ზოგიერთი მათგანი მუცლის ღრუს ოპერაციების შემდგომ გამოიყენება. გასაბერი წელის კორსეტი კი საუკეთესო საშუალებაა ხერხემლის მალთაშუა დისკების დაზიანების, სპონდილოზის დროს და მენჯ-ბარძაყის ტკივილის შესამსუბუქებლად.

რა შემთხვევაში  და რამდენი ხნით გამოვიყენოთ წელის კორსეტები და ქამრები?

წელის კორსეტები და ქამრები – ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული პროდუქტია. პაციენტები მათ სხვადასხვა პრობლემის გამო ატარებენ. ხშირია ამ სამედიცინო საშუალებების გამოყენება ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიების, ზურგის სვეტის დაზიანებების, ოსტეოპოროზისა და რადიკულიტის დროს. წელის კორსეტები და ქამრები სხეულის ამ ნაწილში ტკივილის შემცირებას ეხმარება და  ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას უწყობს ხელს. მათი ტარება რეკომენდირებულია ოპერაციის შემდგომ პერიოდში და იმათთვისაც, ვისაც თეთრი ხაზის ან მალთაშუა დისკის თიაქარი აწუხებთ. ამ პროუქტების გამოყენებამდე უმჯობესია, რომ რეკომენდაციები პირადი ექიმისგან მიიღოთ. მათი ტარების პერიოდი  ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, მათი გამოყენება საჭირო იყოს რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვეც კი.

სად შევიძინოთ წელის კორსეტები და ქამრები?

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს წელის კორსეტებისა და ქამრების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები – მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. “ახალი ხედვის” სხვა პროდუქტების მსგავსად ეს სამედიცინო საშუალებებიც უმაღლესი ხარისხისაა და,რა თქმა უნდა, მათი შეძენაც ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი.  კომპანია “ახალი ხედვის” წელის კორსეტებისა და ქამრების ღირებულება 18 ლარიდან 295 ლარამდე მერყეობს. ახლა, რამდენიმე მათგანი განვიხილოთ:

• ზურგის კორსეტი –  ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის  დამზადებული,მისი ტარება მარტივად  ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და იყენებენ  ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა  და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს.  ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს .

• წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და  მას აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს.  ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.

• თორაკოლუმბალური(გულმკედრ-წელის) კორსეტი– დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ხერხემლის, გულმკერდისა და წელის ნაწილების ფიქსაციას. გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობისა და კიფოზის სამკურნალოდ. მას აქვს დამატებითი ღვედები და მეტალის  ჩანართები, რომლებიც აძლიერებს ფიქსაციას.

• ჰიპერექსტენზიის კორსეტი – ახდენს ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას მალების კომპრესიული მოტეხილობების დროს. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან. ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტურია რევმატული ტკივილის დროსაც.

• ლამბოსაკრალური ზურგის კორსეტი – გამოიყენება სახსრების შეერთების დარღვევის, სპორტული დაზიანებების, ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვის, მალთაშუა დისკის თიაქრის, გავა-თეძოს შესახსრების (მალთა შუა სახსრების) ადგილის დისფუნქციის, უკანა კუნთების დაჭიმვისა და იოგების/მყესის დაჭიმვის მკურნალობის პროცესში.

• ოპერაციის შემდგომი სარტყელი – ხელს უშლის მუცლის პრესის კუნთების მოდუნებას და გამოიყენება მუცლის ღრუს ოპერაციების შემდგომ პერიოდში, ასევე ორსულობის ბოლო ტრიმესტრში. ეს პროდუქტი იცავს სხეულის ბუნებრივ ტემპერატურას წელისა და მუცლის ღრუში, აძლევს სითბოს და უზრუნველყოფს კომპრესიის უმნიშვნელო ხარისხს.

• სტომის კორსეტი – გამოიყენება ნაწლავებზე ჩატარებული ოპერაციების დროს სტომის დადების შემთხვევაში.

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს, სთავაზობს ორსულობის ბანდაჟებსაც. სასურველი პროდუქტის შეძენა, შესაძლოა, როგორ სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში, ასევე ონლაინ რეჟმში “ახალი ხედვის” ოფიციალურ საიტზე.  პროდუქტების დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://akhalikhedva.ge/