ლომფოსტაზის ხელის გეტრი

ლიმფოტაზის ხელის გეტრი –   ლიმფოსტაზის  დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის გამოიყენება.  ლიმფოსტაზის დროს ადგილი აქვს ლიმფური სადინრების კომპრესიას და შეფერხებულია ლიმფის ტრანსპორტირება, რის შედეგადაც სითხე გროვდება უჯრედშორის სივრცეში – ეს, კი იწვევს შეშუპებას.

ვისთვის არის რეკომენდირებული ხელის გეტრის ტარება?

ლიმფა ორგანიზმში სითხის სწორ განაწილებას უზრუნველყოფს, თუმცა მისი ცირკულაცია შესაძლოა დაირღვეს და ლიმფოსტაზი განვითარდეს – დაავადება, რომელიც სხეულის შეშუპებას იწვევს. ამ დროს კიდურები დიდდება, დეფორმირდება, კანი გამოშრობას იწყებს და ხშირად სკდება, შესაბამისად, იზრდება ჭრილობაში ინფექციის შეღწევის რისკიც. შედეგად, ვითარდება წითელი ქარი და ლიმფური სადინრების ანთება. ყველაზე ეფექტური საშუალება დაავადებასთან შესაჩერებლად კომპრესიული ტრიკოტაჟით მკურნალობაა, რადგან ეს მეთოდი ლიმფურ შეშუპებას ამცირებს.

კომპანიაახალი ხედვისხელის გეტრები

კომპანია “ახალი  ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ბრენდის SIGVARIS-ის პროდუქციას სთავაზობს.  უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქცია დამზადებულია მაქსიმალურად რბილი, პოლიამიდური ბოჭკოსაგან და საკმაოდ გამძლეა. მისი ქსოვილი გამდიდრებულია ანტიბაქტერიული მოქმედების ვერცხლის იონებით – არის ბუნებრივი მასალისგან დამზადებული და კომფორტულია. ლიმფოსტაზის ხელის წინდა უზრუნველყოფს სტაბილურ მოჭერილობას მთელი დღის განმავლობაში და თერმორეგულაციას წლის ნებისმიერ სეზონზე. ეს პროდუქცია წარმოდგენილია  კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში – თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუდიდსა და ბათუმში. ფილიალების გარდა, ამ სამედიცინო ნივთის ყიდვა ონლაინ რეჟიმში, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც არის შესაძლებელი.

რა ღირს ხელის გეტრები?

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს შვეიცარიული ბრენდის Sigvaris-ის ორი ქვებრენდის,Advance-ისა და Traditional-ის ლიმფოსტაზის ხელის გეტრს სთავაზობს. წარმოდგენილი არის ორი მოდელი:

  • ლიმფოსტაზის ხელის წინდა თითებით – სხეულის ამ ნაწილში უზრუნველყოფს სტაბილურ მოჭერილობას მთელი დღის განმავლობაში. მისი ღირებულება 161 ლარიდან იწყება.
  • ლიმფოსტაზის ხელის წინდა,მტევნის გარეშე – ისევე, როგორც თითებიანი მოდელი დამზადებულია ბუნებრივი მასალისგან და მისი უნიკალური სტრუქტურა ძალიან კომფორტულია. ამ პროდუქტის ფასი 177 ლარიდან იწყება.