თითის ფიქსატორი – მოტეხილობის, ამოვარდნილობის, ნერვული ქსოვილების დაზიანებისა და სხვადასხვა ტრავმის დროს გამოიყენება. როგორც ცნობილია, თუ ძვალი გატეხილია თითის სახსრის მახლობლად და არ არის შესაბამისად გასწორებული, სანამ მოშუშდება ადამიანს შეიძლება ართრიტი განუვითარდეს. ამ პერიოდში, კი პაციენტები ხშირად ატარებენ თითის ფიქსატორს. ამ პროდუქტის გამოყენება ასევე, ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდშიც საკმაოდ ეფექტურია.
რა შემთხვევაში და რამდენი ხნით გამოვიყენოთ თითის ფიქსატორი?
თითის ფიქსატორი დამატებითი ტრავმირების პრევენციას ახდენს და რეაბილიტაციის პერიოდსაც აჩქარებს. მაგალითად, თითის მყესის ანთების პერიოდი საკმაოდ მტკივნეულია, უმოძრაობა ამ მდგომარეობას ყველაზე მეტად აუმჯობესებს და განკურნების პროცესსაც აჩქარებს . ამ პერიოდში, კი თითის ფიქსატორის მორგება ძალიან ეფექტურია. რაც შეეხება, მისი გამოყენების ხანგრძლივობას – ეს ინდივიდუალურია და კონკრეტული პერიოდი არ არის განსაზღვრული, თუმცა უმჯობესია ამ საკითხზე კონსულტაცია პირად ექიმთან გაიაროთ. ძირითადად, თითის ფიქსატორის გამოყენების დრო დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, შესაძლოა მისი გამოყენების საჭიროება მხოლოდ რამდენიმე დღე იყოს. თუმცა, არ არის გამორიცხული ეს პერიოდი რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს.
სად შევიძინოთ თითის ფიქსატორები?
კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის თითის ფიქსატორებს ოპტიმალურ ფასად სთავაზობს. ამ პროდუქტის მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები – მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. „ახალი ხედვის“ თითის ფიქსატორები ხელმისაწვდომია S, M და L ზომებში. მათი ფასები კი 11 ლარიდან 44 ლარამდე მერყეობს.
• ცერა თითის ფიქსატორი – სპეციალური, ელასტიური ქსოვილისგან მზადდება და შიდა მხარეს ბამბის ზედაპირი აქვს. მისი გამოყენება ეფექტურია მოტეხილობის, ამოვარდნილობის ან მყესის დაზიანების დროს. ეს პროდუქტი, ასევე ამაგრებს ცერა თითის შეერთების ადგილებს. ხელმისაწვდომია S, M, L, XL, XXL ზომებში.
• ცერა თითის ორთეზი – უზრუნველყოფს სახსრების ფიქსაციას და თაბაშირის შემცვლელად მოტეხილობის ან ამოვარდნილობის დროს გამოიყენება. მას გააჩნია მოძრავი ბუდე. ხელმისაწვდომია S, M და L ზომებში.
• თითის არტახი – რეაბილიტაციის პროცესის აჩქარებას უწყობს ხელს და თითის სხვადასხვა ტრავმის დროს გამოიყენება. მას აქვს ნახვრეტები, რომლებიც გაგრილებას უზრუნველყოფენ. ყოველდღიური მოხმარებისთვის საკმაოდ მსუბუქი და კომფორტულია. ხელმისაწვდომი კი S, M, L, XL, XXL ზომებში.
• ცერა თითის სტანდარტული ფიქსატორი – დამზადებულია ნეოპრინის მასალისგან და აქვს ალუმინის ჩანართი. ეს პროდუქტი აფიქსირებს ცერის ფალანგს და სინოვიალური გარსისა და მყესის ანთების დროს გამოიყენება. ზომა – სტანდარტული.
• თითის ფიქსატორი – თითის მოტეხილობის, ამოვარდნილობის, ნერვების სხვადასხვა დაზიანების დროს გამოიყენება. თითს გაშლილ მდგომარეობაში აფიქსირებს და დამატებით ტრავმირებას ხელს უშლის. ხელმისაწვდომია S, M, L ზომებში.
საქართველოში სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” 2012 წლიდან ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია. მთელი ქვეყნის მასშტაბით კომპანია თბილისის გარდა, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში 16 საფირმო ფილიალით არის წარმოდგენილი. სასურველი სამედიცინო ნივთის შეძენა, როგორც მაღაზიებში ასევე ონლაინ რეჟიმში, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ არის შესაძლებელი. „ახალი ხედვის“ პროდუქციას საქართველოს ნებისმიერ რეგიონში შეკვეთიდან უმოკლეს ვადაში მიიღებთ. პროდუქციის სანახავად ეწვიეთ საიტს : https://akhalikhedva.ge/