ვარიკოზი და მისი მოვლის საშუალებები

ვარიკოზი  – არის  დაავადებაა, რომელიც კვანძების წარმოქმნისა და ვენოზური კედლის დათხელების შედეგად წარმოიქმნება. კვანძები ძირითადად განლაგებულია ფეხებზე, მაგრამ შესაძლოა ეს პრობლემა სხვადასხვა ორგანოზე განვითარდეს. ამ დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება, რომელიც ძირითადად  ქალების დაახლოებით 20-25% – ში გვხვდება. არსებობს ვარიკოზული დაავადებების მკურნალობისა და მოვლის სხვადასხვა მეთოდი. სახლის პირობებში პაციენტები სიმპტომების შესამსუბუქებლად ან ვარიკოზის პრევენციის მიზნით კომპრესიულ წინდებს ატარებენ, ვარჯიშობენ და ერიდებიან დიდხანს ჯდომასა და დგომას. ფეხების დასვენების მიზნით კი, აპრობირებული მეთოდია მათი სიმაღლეზე აწევა. ასევე, ამ დროს რეკომენდებულია ცურვაც.

რა იწვევს ვარიკოზს?

ვარიკოზის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი მემკვიდრეობა შეიძლება იყოს. ხშირია შემთხვევები, როდესაც იგი მშობლიდან შვილზე გადადის. თუმცა, არსებობს სხვა ისეთი გამომწვევი ფაქტორები, როგორიცაა:

  • თანდაყოლილი ან შეძენილი ვენის სარქველების უკმარისობა;
  • თანდაყოლილი ან შეძენილი ვენოზური კედლის სისუსტე;
  • პროფესიული მიზეზით შეძენილი დაავადება;
  • დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომა ან ჯდომა;
  • ინტოქსიკაცია;
  • ტრავმები  –  ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა;
  • მეორე და ყოველი შემდგომი ორსულობა;
  • სიმსუქნე;
  • ხანდაზმული ასაკი;
  • ჰორმონალური დისბალანსი.

ვარიკოზის სიმპტომები და დიაგნოსტიკა

ვენების დაავადების პირველი ნიშანი – ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ, დღის ბოლოს ფეხების შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება და კანჭებში წვის შეგრძნებაა. ვარიკოზული დაავადებისათვის დამახასიათებელია ამ სიმპტომების გაქრობა ან შემცირება სიარულის და ძილის შემდეგ. თუმცა, ზოგჯერ ვარიკოზს ახასიათებს ისეთი შეუმჩნეველი სიმპტომები, როგორებიცაა წვივებისა და ტერფების ქავილი, რასაც სისხლძარღვებში მიმდინარე პროცესები იწვევს. ამ დროს კანი ვეღარ იკვებება და შედეგად ვითარდება სიმშრალე, აქერცვლა და ქავილი.   ხშირად დიაგნოზის დასასმელად საკმარისია ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება: დოპლეროგრაფია და დუპლექს-სკანირება. თუმცა, თუკი ამის აუცილებლობაა, შეიძლება გამოყენებული იქნას რადიონუკლიდური და რენტგენოკონტრასტული კვლევის მეთოდებიც, რომლის დროსაც შეჰყავთ სისხლძარღვში უვნებელი ნივთიერება და იკვლევენ მის განაწილებას სისხლძარღვებში.

ვარიკოზის მკურნალობა

ვარიკოზული დაავადების, ისევე როგორც ჯანმრთელობის სხვა პრობლემების დროს მკურნალობის შედეგი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ სტადიაში იწყება მისი გამოვლენა. მკურნალობა მით უფრო წარმატებულია, რაც უფრო ადრე მიაკითხავთ ექიმს. ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების მკურნალობა შეიძლება სამი გზით: ქირურგიული ოპერაციის ჩატარებით, სკლეროთერაპიის მეთოდით და მედიკამენტების გამოყენებით. გარდა ამისა, ფართოდ გამოიყენება ლიმფოდრენაჟული მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა და სამკურნალო ტრიკოტაჟი.

მედიკამენტოზური მკურნალობა – მიმართულია დაზიანებულ კიდურებზე შეშუპებების, წვის, ტკივილის შეგრძნებისა და სხვა უსიამოვნო სიმპტომების შემცირებაზე.

ქირურგიული მკურნალობა –  შორს წასული ვარიკოზული დაავადების დროს, საჭიროა ქირურგიული გზით მკურნალობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ტროფიკული წყლულის პროგრესირება.

კომპრესიული ტრიკოტაჟი , კი ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ხელს უშლის სისხლის შეგუბებას, ახდენს დაავადების შემდგომი პროგრესირების პროფილაქტიკას.

ასევე, არსებობს ვარიკოზული დაავადების სამკურნალოდ სკლეროთერაპია, ლაზერული თერაპია და მასაჟი, რომელიც ერთ-ერთი გავრცელებული და პოპულარული მკურნალობის მეთოდია.

ახალი ხედვისვარიკოზის მოვლის საშუალებები

კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ვარიკოზის მოვლის მრავალფერვან საშუალებებს სთავაზობს. საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული ეს პროდუქცია „ახალი ხედვის“ 16 საფირმო მაღაზიაში წარმოდგენილი. მათი ფასი 43 ლარიდან 342 ლარამდე მერყეობს. ახლა, განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

  • ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი – გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე.  წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.
  • მუხლამდე წინდა – გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
  • ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) – გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
  • ვარიკოზის მაღალყელიანი წინდა- COTTON-ის ქვებრენდის ამ პროდუქციის შიდა მხარისთვის გამოყენებულია სპეციალური ბამბის ქსოვილი, რომელიც უშუალოდ ეხება კანს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და ინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს კლიმატის მკვეთრი ცვალებადობის დროს.  წინდები არის შავი და  კარამელისფერი.
  • ანტითრომბოებოლური დაბალყელიანი წინდა – გამოიყენება თრომბოზის და თრომბოემბოლიის საპროფილაქტიკოდ, ასევე, წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.  გამოიყენება, ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს.