ორთოპედიული სუპინატორი – ძირითადად ბრტყელტერფიანობის დროს გამოიყენება. ეს პროდუქტი ტერფს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და სხეულის ამ ნაწილში ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს. ასევე, ტერფის, ხერხემლისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკის მიზნით მისი გამოყენება ძალიან ეფექტურია.
ვისთვის არის რეკომენდირებული ორთოპედიული სუპინატორის გამოყენება?
ტერფი სხეულის ფუნდამენტია და მასთან დაკავშირებული პრობლემები მთელი კონსტრუქციის ცვლილებას იწვევს. ხშირად, თუ პრობლემა ტერფს სცილდება, მის გამომწვევ მიზეზად ამ უკანასკნელს საერთოდ არ მიიჩნევენ. თუმცა, მოსახლეობის 80%-ს აქვს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები, რომლებიც ტერფის დეფორმაციასთან არის დაკავშირებული. რაც უფრო ძლიერია ტერფის ამორტიზაციის მექანიზმი, მით უფრო ნაკლებად იღლება ხერხემალი. ორთოპედიული სუპინატორი უზრუნველყოფს სიარულის კორექციას – შესაბამისად, პრობლემები, რომლებიც ტერფის არასწორი ფუნქციობით არის გამოწვეული კორეგირდება. ამ პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია ბრტყელტერფიანობის, მაღალი თაღის, პირველი თითის ვალგუსური დეფორმაციის, ქუსლის დეზის, აქილევსის მყესისა და სხვადასხვა პათოლოგიის დროს. ასევე, ეფექტურია მისი ტარება შემდეგი პათოლოგიების,მდგომარეობებისა და აქტივობების დროს:
- სპორტული და პროფესიული დატვირთვა;
- ორსულობა;
- ტერფმრუდობა;
- სქოლიოზი;
- ვენური უკმარისობა;
- ლიმფოსტაზი;
- რევმატული დაავადებები;
- დიაბეტური ტერფი;
გარდა ამისა, მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიური მოხმარებისთვის- თუ ხშირად გეღლებათ ფეხი ან ცხოვრების აქტიური წესით ცხოვრობთ, შეგიძლიათ გერმანული ბრენდის, Bauerfeind-ის სუპინატორი “ Comfort Business” გამოიყენოთ. ის ყოველდღიური მოხმარებისთვისაა შექმნილი, მისი მოთავსება კი კლასიკურ ფეხსაცმელში შეგიძლიათ. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ვენებში და აქრობს ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას. არის ანტიალერგიული და დაფარულია სპეციალური მასალით, რომელიც სუნთქავს და აგარიდებთ ტერფის არასასიამოვნო სუნს.
კომპანია „ახალი ხედვის“ ორთოპედიული სუპინატორები
კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში ორთოპედიული სუპინატორების ფართო არჩევანია. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს მყარ და სილიკონის სუპინატორებს სთავაზობს, რომლებიც სხვადასხვა პრობლემის დროს გამოიყენება. აღსანიშნავია, ისიც რომ კომპანიაში ხდება ინდივიდუალური სუპინატორების დამზადება. ტერფის ბაროპოდომეტრული კვლევისა და პოდოსკანირების საფუძველზე შესაძლებელია ამ პროდუქტის დამზადება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის, რაც იძლევა მაქსიმალურ შედეგს ბრტყელტერფიანობის და ტერფის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისათვის.
ახლა, კი განვიხილოთ კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში წარმოდგენილი ორთოპედიული სუპინატორების ნაწილი:
· სილიკონის სუპინატორი – უზრუნველყოფს ტერფის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას. გამოიყენება საყრდენ ზედაპირზე ტერფის ცალმხრივად გამოხატული ზეწოლის დროს (შიგნით ან გარეთა მხარეს). ის ფეხსაცმელში კომფორტულად თავსდება.
· სილიკონის ჩასაფენი – უზრუნველყოფს ტერფზე ზეწოლის სწორ გადანაწილებას. ეს პროდუქტი გამოიყენება ბრტყელი თაღის სამკურნალოდ და ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს.
· ფოლადის ჩასაფენი– გამოიყენება ბრტყელტერფიანობის დროს, ასრულებს ტერფის კუნთების მასაჟორის ფუნქციას. მისი გამოყენება შესაძლებელია სპორტული აქტივობებისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს. ასევე, ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტას.
· საბავშო სუპინატორი – ასწორებს ფეხის თაღს და გამოიყენება ბავშვებში ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში. ის ინარჩუნებს ფეხის სტაბილურობას და აუმჯობესებს ტერფის მდგომარეობას, განსაკუთრებით ვარჯიშის ან მოძრაობის დროს. ჩაღრმავებული ქუსლი უზრუნველყოფს ტერფის ჯანსაღ ჩამოყალიბებას. მოქნილი და შემაღლებული რბილი კიდეები კიდევ უფრო კომფორტულს ხდის ფეხის მოძრაობას . ეს პროდუქტი ადვილად ჯდება ნებისმიერი ტიპის ფეხსაცმელში. საბავშვო სუპინატორი დაფარულია Alcantara-ს ქსოვილით, რომელიც ადვილად ირეცხება და შრება, არ აოფლინებს ფეხს და სუნთქავს.
რა ღირს ორთოპედიული სუპინატორები?
კომპანია „ახალი ხედვის“ ორთოპედიული სუპინატორების ღირებულება 45 ლარიდან 170 ლარამდე მერყეობს. მათი ფასი დამოკიდებულია ხარისხზე. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს ბაუერფენდის / Bauertfriend , მორსასა / MorsaCyberg და ბერგერის / berger ორთოპედიულ სუპინატორებს სთავაზობს.