მუხლის ფიქსატორი – უდრეკი ან/და რბილი მასალისგან,მაგალითად, ორმაგად ლამინირებული,პერფორირებული ნეოპრინისგან მზადდება და სხვადასხვა ხარისხის დაზიანების დროს გამოიყენება. ის მუხლის სახსარს ეხმარება ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში და იცავს მას დამატებითი დაზიანებისგან. ამ პროდუქტის გამოყენება საკმაოდ ეფექტურია ოსტეოართრიტის და რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდაც.
რა შემთხვევაში და რამდენი ხნით გამოვიყენოთ მუხლის ფიქსატორი?
მუხლის ფიქსატორს ხშირად გამოიყენებენ მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს. მუხლის ტკივილი ხშირი ჩივილია, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანში შეიძლება შეგვხვდეს. ეს პრობლემა შესაძლოა ისეთი დაზიანების გამო გაჩნდეს, როგორიცაა იოგის გახევა ან ხრტილის დაზიანება, დაავადებები, როგორიცაა ართრიტი, ნიკრისის ქარი ან ინფექციები. მუხლის ტკივილის მსუბუქი შემთხვევები ძირითადად სახლის პირობებში მკურნალობითაც გაივლის. მუხლის უმოძრაოდ გაჩერება , კი ამ მდგომარეობაში ყველაზე მეტად ეხმარება პაციენტს. სწორედ ამიტომ მომხმარებლები ამ დროს ხშირად სარგებლობენ მუხლის ფიქსატორებით. გამოყენების დრო დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, შესაძლოა მისი ტარების საჭიროება მხოლოდ რამდენიმე დღე იყოს. თუმცა, არ არის გამორიცხული ეს პერიოდი რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს.
სად შევიძინოთ მუხლის ფიქსატორები?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების – მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger მუხლის ფიქსატორებს სთავაზობს. პროდუქცია ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი, ფასები კი 18 ლარიდან 383 ლარამდე მერყეობს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
• სტანდარტული მუხლის ფიქსატორი – მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და დაზიანებისგან იცავს. გამოიყენება ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. გარდა ამისა, იდეალური საშუალებაა მენისკის გახევის, მუხლის სახსრის ბურსიტისა და წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების დროს.
• მუხლის მატყლის სამაგრი – მუხლის მიდამოში სითბურ ეფექტს უზრუნველყოფს და დაზიანებისგან იცავს.
• მარტივი მუხლის დამჭერი – გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანების დროს. მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და უზრუნველყოფს თბორეგულაციას. არსებობს როგორც დახურული, ასევე ღია, კვირისტავის დამცავი სილიკონით.
• მუხლის ფოსოს და იოგის დამჭერი – გამოიყენება მუხლის სახსრის ტრავმების, მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს. არსებობს როგორც მოკლე,ასევე გრძელი მოდელი,რომელსაც დამატებითი ღვედებიც აქვს მეტი ფიქსაციისთვის.
• მუხლის ფიქსატორი რკინის ჩანართებით – მუხლის სახსრის საიმედო ფიქსაციას უზრუნველყოფს იოგების დაჭიმულობის, რბილი ქსოვილების დაზიანებისა და სხვა პრობლემების დროს. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
• მუხლის დამჭერი ბალიშით – კვირისტავს და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს დაზიანებისგან იცავს. ეფექტურია განსაკუთრებით სპორტული აქტივობების დროს.
• მყესის დამჭერი – გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს.
• მუხლის ორთეზი კონტროლირებადი მექანიზმით – გვერდებზე არსებული კონტროლირებადი მექანიზმის დახმარებით შეგიძლიათ ფეხი სასურველ დონეზე მოხაროთ და გაშალოთ, მუხლის სახსრის მოხრის კუთხის რეგულირებით. გამოიყენება მყესების დაზიანებისა და სხვა ტრავმების დროს, ოპერაციის შემდგომ, ექიმის დანიშნულებით.
საქართველოში სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” 2012 წლიდან ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია. მთელი ქვეყნის მასშტაბით კომპანია თბილისის გარდა, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში 16 საფირმო ფილიალით არის წარმოდგენილი. სასურველი სამედიცინო ნივთის შეძენა, როგორც მაღაზიებში ასევე ონლაინ რეჟიმში, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ არის შესაძლებელი. „ახალი ხედვის“ პროდუქციას საქართველოს ნებისმიერ რეგიონში შეკვეთიდან უმოკლეს ვადაში მიიღებთ. პროდუქციის სანახავად ეწვიეთ საიტს : https://akhalikhedva.ge/