სხივ-მაჯის ფიქსატორები

მაჯის ფიქსატორები გამოიყენება როგორც მოტეხილობისა და ამოვარდნილობის, ასევე დაჭიმულობისა და სხვადასხვა დაავადების დროს. ამ პროდუქტის გამოყენება ხელს უწყობს ტკივილისა და შეშუპების თავიდან აცილებას. სამწუხაროდ, მაჯის მოტეხილობები ყველაზე გავრცელებულია კიდურების მოტეხილობებს შორის, ხშირია შემთხვევები, როდესაც ის ზიანდება და სხვადასხვა სახის ტრავმის ან დაავადების დროს ძლიერ ტკივილებს იწვევს. საბედნიეროდ,არსებობს სხივ-მაჯის ფიქსატორები, რომლებიც პაციენტებს ამ პრობლემის დაძლევაში ეხმარებათ და სწრაფ რეაბილიტაციასაც უზრუნველყოფენ.

როდის არის საჭირო მაჯის ფიქსატორის გამოყენება?

სხივ-მაჯის ფიქსატორების გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ თქვენი მდგომარეობა, დაზიანების სირთულე და ექიმის რეკომენდაციები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს პროდუქტი ძირითადად მოტეხილობისა და ამოვარდნილობის, ასევე მყესების დაჭიმულობის დროს გამოიყენება. თუმცა, სხივ-მაჯის ფიქსატორებით პაციენტები რევმატოიდური ართრიტის და კონტრაქტურების დროსაც სარგებლობენ.

სად შევიძინო სხივმაჯის ფიქსატორები?

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს სხივ-მაჯის ფიქსატორების ფართო არჩევანს სთავაზობს. მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger – ეს ის ორი საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი და ექსკლუზიური ბრენდია, რომლებსაც “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიაში შეხვდებით.  პროდუქცია ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი, ფასები კი 26 ლარიდან 170 ლარამდე  მერყეობს. დაინტერესების შემთხვევაში, სხივ-მაჯის ფიქსატორების შეძენა როგორც კომპანიის საფირმო მაღაზიებში,  ასევე ონლაინ არის შესაძლებელი. ახლა, განვიხილოთ კომპანია “ახალი ხედვის”  მიერ შემოთავაზებული ამ პროდუქტების ნაწილი:

მაჯის არტახი – მოტეხილობის, ამოვარდნილობის ან დაჭიმულობის დროს უზრუნველყოფს სხივ-მაჯის სახსრის იმობილიზაციას. მისი გამოყენება შეგიძლიათ მაჯის არხის,იგივე გვირაბის სინდრომის, ტენდინიტის, ტენდოსინოვიტის,რევმატოიდული ართრიტის დროს.დამზადებულია პერფორირებული ნეოპრინის მასალისგან,აქვს მყარი ჩანართი. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

 • ცერა თითის ფიქსატორი – ცერა თითის ფალანგებს აფიქსირებს, გამოიყენება სინოვიალური გარსის და მყესის ანთების დროს.

 • თერმოპლასტიკური მაჯის არტახი – განკუთვნილია მოტეხილობისა და ამოვარდნილობის დროს მაჯის იმობილიზაციისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია თაბაშირის შემცვლელად ან თაბაშირის მოხსნის შემდეგ. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

სხივ-მაჯისა და თითების ფიქსატორი – აფიქსირებს მაჯასა და ფალანგთაშორის სახსრებს. გამოიყენება რევმატოიდური ართრიტის და კონტრაქტურების დროს. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

ხელის სავარჯიშო დინამიური ორთეზი – გამოიყენება თითების სავარჯიშოდ  ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა: ცერებრული დამბლა, კუნთოვანი დისტროფია,მყესების დაზიანება,  ინსულტი, გაფანტული სკლეროზი.ასევე, ფალანგთაშუა მყესებზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომ პერიოდში. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

 • ცერა თითის ორთეზი – უზრუნველყოფს სახსრის იმმობილიზაციას, გამოიყენება თაბაშირის შემცვლელად ცერა თითის მოტეხილობისა და ამოვარდნილობის დროს.

“ახალი ხედვის” ორთოპედიული მაღაზია ის ადგილია, სადაც თქვენთვის სასურველ პროდუქტს აუცილებლად შეარჩევთ, არჩევანის გაკეთებაში კი პროფესიონალი კონსულტანტებიც დაგეხმარებიან. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომპანია საქართველოს მასშტაბით 16 საფირმო მაღაზიით როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში – გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში არის წარმოდგენილი.  პროდუქციის სანახავად შეგიძლიოთ ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს მისამართზე: https://akhalikhedva.ge/

სხივმაჯის ფიქსატორების  გამოყენების ინსტრუქცია

სხივ-მაჯის ფიქსატორის გამოყენების დრო დამოკიდებულია რეაბილიტაციის პერიოდის ხანგრძლივობაზე, რომელიც შეიძლება გაგრძლედეს რამდენიმე დღე ან კვირა. ხანგრძლივობა პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებზეა დამოკიდებული. უმჯობესია, რომ სხივ-მაჯის ფიქსატორის გამოყენებამდე , ეს საკითხი პირად ექიმთან გაიაროთ.