ორთოპედიული სამედიცინო ბალიშები

ორთოპედიული სამედიცინო ბალიშები სხეულის სწორ პოზიციონირებას უზრუნველყოფს. ამ პროდუქტების გამოყენება ასევე, ხელს უწყობს  სუნთქვის გაძნელების, სისხლის მიმოქცევის, წელის, კისრის ტკივილისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების აღმოფხვრას. ორთოპედიული ბალიში აფიქსირებს კისერს სწორ მდგომარეობაში, რაც მთელ ტანს კუნთების მოდუნებაში ეხმარება. ამიტომ, მისი ხშირი გამოყენება ადამიანების მდგომარეობას ბევრად აუმჯობესებს – ჯდომის, წოლისა თუ მგზავრობის პროცესში.

ვისთვის არის რეკომენდებული სამედიცინო ბალიშების გამოყენება?

როგორც აღვნიშნეთ, სამედიცინო ორთოპედიული ბალიშების გარკვეულ სიტუაციაში გამოყენება ადამიანებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში ეხმარება. ეს პროდუქტი არსებობს მრავალი სახის –  ადამიანის სხეულის თითქმის ყველა ნაწილისა და სამედიცინო პრობლემისათვის. ზოგიერთ მათგანს აქვს მრავალფუნქციური და მრავალპოზიციური დიზაინი სხვადასხვა ფიზიკური დაავადებისა და ძილის დარღვევისთვის.

ორთოპედიული ბალიში ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლების დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ, იქნება ეს რაიმე სახის პათოლოგია თუ უბრალოდ ძილის დარღვევა. მაგალითად, მშვიდ და სასიამოვნო მგზავრობაში  სამგზავრო ბალიში დაგეხმარებათ. მისი განსაკუთრებული ფორმა უზრუნველყოფს თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციას. თუ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა გიწევთ და კუდუსუნის არეში ტკივილს ხშირად გრძნობთ, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია სავარძლის ბალიშის შეძენა. არსებობს ასევე ზურგის ბალიში, რომელიც  წელს ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს და დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან. ის იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ

კომპანიაახალი ხედვისსამედიცინო ბალიშები

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს სხვადასხვა სახის მაღალი   ხარისხის   ორთოპედიულ   ბალიშებს  სთავაზობს. აღნიშნული   პროდუქცია  ლატექსის   მასალისგანაა დამზადებული და გარედან მას ანტიალერგიული ქსოვილი აკრავს.  კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით 16 მაღაზიით არის წარმოდგენილი. სასურველი პროდუქტის შეძენა თბილისის გარდა, გორში, ზუგდიდში ქუთაისსა და   ბათუმში მდებარე „ახალი ხედვის“ ფილიალებში შეგიძლიათ. ასევე, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შერჩეული სამედიცინო ნივთის შესყიდვა ონლაინ რეჟმშიც არის შესაძლებელი . განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

საბავშვო ორთოპედიული ბალიში –  შექმნილია ბავშვებისთვის 2 ან 3 წლიდან. ის წარმოდგენილია მეხსიერების ღრუბლით,შესაბამისად სხეულის ფორმებს იმახსოვრებს და ზუსტად მიყვება თავისა და კისრის მოყვანილობას, შედეგად ხერხემალი სწორად ფიქსირდება.

ორთოპედიული კისრის ბალიში –  განკუთვნილია თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციისთვის.

ზურგის ბალიში – აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში და დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან. იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ.

სავარძლის ბალიში – გამოიყენება ადამიანებში, რომლებსაც უწევთ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა, კუდუსუნის არეში ტკივილის დროს. ის აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ჰემოროის (ბუასილის) პროგრესირებას.

  ჩვილის ორთოპედიული ბალიში – შექმნილია ჩვილებისთვის 0 თვიდან. იმის გამო, რომ პატარები ძილში დიდ დროს ატარებენ, ორთოპედიული ბალიში მათი თავის ქალისა და ხერხემლის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ ის ჰაერგამტარია და ბალიშს აქვს ბამბის დამცავი ზედაპირი, რომელიც ირეცხება.

რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიში – განკუთვნილია გულძმარვისთვის. ბალიშის ამაღლებული ზედაპირი სხეულის სწორ მდგომარეობაში ფიქსაციას უზრუნველყოფს, რაც საკვებს უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.

რა ღირს სამედიცინო ბალიშები?

კომპანია “ახალი ხედვის” სამედიცინო ორთოპედიული ბალიშების ღირებულება 55 ლარიდან 143 ლარამდე მერყეობს. მათი ფასი დამოკიდებულია ხარისხზე.  ‘ახალი ხედვის“ ორთოპედიული ბალიშები მომხმარებლებს თურქეთის ცნობილი ბრენდების –  Morsa Cyberg /მორსასა          და     BERGER  /  ბერგერის პროდუქციას სთავაზობს.