ავადმყოფის მოვლის საშუალებები

ავადმყოფის მოვლის საშუალებებს ადამიანები სხვადასხვა მიზნით იყენებენ. ეს სამედიცინო დანიშნულების მქონე პროდუქტები ხანდაზმულობის, უნარშეზღუდულობის ან რაიმე სხვა გარემოებების გამო სხვაზე დამოკიდებული ადამიანების მოვლისთვის გამოიყენება. ავადმყოფის მოვლის საშუალებების მნიშვნელობა საკმაოდ დიდია, რადგან ეს ნივთები ადამიანებს  ყოველდღიურ ცხოვრებაში ეხმარება და მდგომარეობას უმსუბუქებს.

რა პროდუქტები შედის ავადმყოფის მოვლის საშუალებებში?

ავადმყოფის მოვლის საშუალებებს პაციენტები და მათი მომვლელები გადაადგილების,მოძრაობის,წონასწორობის დაცვის,რეაბილიტაციის ან სხვა საჭიროების მიზნით იყენებენ.

  • თვითგადაადგილების საშუალებები –  მათი გამოყენება  რეკომენდებულია მენჯ-ბარძაყის ოპერაციის შემდგომ, ინსულტის, ცერებრალური დამბლის დროს და რეაბილიტაციის პერიოდში. ეს სამედიცინო ნივთი ხშირად ხანდაზმულებსაც სჭირდებათ.
  • კინეზიო ტეიპი – დაჭიმულობის, იოგების, მყესებისა და რბილი ქსოვილების დაზიანების სამკურნალოდ გამოიყენება.ის ასევე იდეალურია სპორტული ტრავმებისა და კუნთოვანი პათოლოგიების მკრუნალობისთვის.
  • კოლოსტომის ჩანთა – არის დრენირებადი ან დახურული. არსებობს როგორც  ერთჯერადი,ასევე მრავალჯერადი გამოყენების. პაციენტს შეუძლია დრენირებადი კოლოსტომის ჩანთის დაცლა მუცლიდან მოშორების გარეშე.
  • საოჯახო მედ. ტექნიკა – არტერიული წნევის კონტროლი საკმაოდ მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში,განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის,რომელთაც ჰიპერტენზია აწუხებთ.აუცილებელია ოჯახში იყოს ხარისხიანი,ზუსტი და კომფორტული წნევის აპარატი,რათა მონაცემები იყოს სანდო და არ გამოგვეპაროს რაიმე სახის ცვლილება.რაც შეეხება ნებულაიზერებს,ეს არის მოწყობილობა,რომელიც გამოიყენება ინჰალაციისთვის.ამ დროს ბრონქებსა და სასუნთქ გზებს სასარგებლო ნივთიერებებს ვაწვდით ან ვატენიანებთ.
  • ყავარჯენი – არსებობს იდაყვის და იღლიის, რომლებსაც აქვთ პლასტმასის ან სილიკონის საყრდენები. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია  მათი სიმაღლეში რეგულირება.
  • შშმ პირების ეტლი –  თითოეული მათგანი განსხვავდება მასალით, ზომებით, ფუნქციებითა და  შეირჩევა პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე.  ისინი ძირითადად  არის კეცვადი, გააჩნია მოძრავი ფეხის საყრდენი და ხელის მუხრუჭი.
  • შშმ პირის ეტლი ქოთნით – არის სპეციალური ეტლი,როგორც ბორბლებით,ასევე მათ გარეშე. მას აქვს ქოთანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მოიხსნას და დამაგრდეს.
  • ხელჯოხი – პაციენტებს წონასწორობის დაცვაში ეხმარება. ეს პროდუქტი არსებობს ერთ, სამ და ოთხფეხიანი, სიმაღლეში რეგულირებადი და არარეგულირებადიც.არის ასევე დასაკეცი მოდელი,რომელიც მარტივია შესანახად და ტრანსპორტირებისთვის.

 სად შევიძინო ავადმყოფის მოვლის საშუალებები?

ადამიანების მოვლა ავადმყოფობის პერიოდში ურთულესი პროცესია. ამ დროს კი  მაღალი ხარისხის მოვლის საშუალებების გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.  ამ მიმართულებით კომპანია  „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფი ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და წარმატებით ახორციელებს 1000-ზე მეტი დასახელების მოვლის საშუალებების იმპორტსა და რეალიზაციას. კომპანია „ახალი ხედვა“ საქართველოს მასშტაბით თბილისის გარდა, გორში, ქუთაისში,  ზუგდიდსა და ბათუმში 14 ფილიალითაა წარმოდგენილი. მაღაზიათა ქსელი ექსკლუზიური ბრენდების ავადმყოფის მოვლის საშუალებებს  აერთიანებს. მაღაზიების გარდა, პროდუქციის შეძენა ასევე შეგიძლიათ ონლაინ, კომპანიის ვებ-გვერდზე.