ბრტყელტერფიანობის შემოწმება ძირითადად ტარდება 3-4 წლიდან. კვლევის ჩატარებისთვის, კი აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვის წონა მინიმუმ 20-21 კილოგრამს შეადგენდეს. ტერფების დეფორმაციის ხარისხის დასადგენად მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება არ არის საკმარისი და ამას კომპიუტერული კვლევა სჭირდება. თანამედროვე ტექნოლოგიები ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკის ახალ მიდგომებს გვთავაზობს. კვლევის შედეგად ვლინდება ტერფის შემდეგი მახასიათებლები:
- ტერფის ფორმა;
- თაღის სიმაღლე;
- ტერფის ღერძი;
- ყრდნობის უბნები;
- ბიჯის დროს განვითარებული წნევა და ძალა;
- ბიჯის შესრულებისთვის გამოყენებული დრო.
კომპანია „ახალი ხედვის“ კლინიკა მომხმარებლებს უკვე რამდენიმე წელია უმაღლესი ხარისხის კვლევასა და სერვისს სთავაზობს. სამედიცინო დაწესებულება ამ მიმართულებით ყველაზე მოწინავეა და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე აპარატურით, რომლის საშუალებითაც პაციენტებს უტარდებათ პლანტოგრაფია ანუ ტერფის კომპიუტერული კვლევა, რომელიც მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც გულისხმობს უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის კვლევას. პედოგრაფია და პლანტოგრაფია ტერფის კვლევის თანამედროვე მეთოდებია. პედოგრაფია – ტერფის ფუნქციონალური გამოკვლევის მეთოდია, რომელიც სწავლობს ტერფის პარამეტრებს სიარულის პროცესში. ამ მონაცემების საფუძველზე დგინდება ტერფის მდგომარეობა და განისაზღვრება შესაბამისი დიაგნოზი. კვლევის ბოლოს მზადდება ინდივიდუალური სუპინატორი, რომელსაც საჭიროებიდან გამომდინარე, გამოყენების ფართო სპექტრი აქვს. “ახალი ხედვა” ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან პოზიციონირებს. კომპანია უმაღლესი ხარსხის სამედიცინო დანიშნულების პროდუქტებით მთელი ქვეყნის მასშტაბით არის წარმოდგენილი და პაციენტებს ასევე მზა, მყარსა და სილიკონის სუპინატორების ფართო არჩევანსაც სთავაზობს. თბილისის გარდა, ამ პროდუქციის შეძენა გორში, ქუთაისსა და ბათუმშია შესაძლებელი. გარდა ამისა, სასურველი პროდუქტის გამოწერა ონლაინ რეჟიმშიც შესაძლებელია. ტერფის დიაგნოსტიკის ჩატარება კი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე “ახალი ხედვის” ფილიალებში შეგიძლიათ. ბრტყელტერფიანობის კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ტერფის დიაგნოსტიკის შესახებ არსებულ სტატიას.
