კისრის ტკივილი

თუ თქვენ დიდ დროს უთმობთ ტელეფონში ყურებას ან კომპიუტერთან და ტელევიზორთან ჯდომას, კისრის ტკივილი აუცილებლად შეგაწუხებთ. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც დიდხანს ერთ მდგომარეობაში ყოფნას უკავშირდება ამ პრობლემის ძირითადი გამომწვევი მიზეზია. დღესდღეობით კისრის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია და ის ადამიანების უმრავლესობას აწუხებს. ტკივილი  შეიძლება რამდენიმე დღეში ან კვირაში გაქრეს.

რა იწვევს კისრის ტკივილს?

კისრის ტკივილის გამომწვები მრავალი მიზეზი არსებობს. თუმცა, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:

  • კუნთის დაჭიმულობა;
  • სახსრების გაცვეთა;
  • ნერვის კომპრესია;
  • ტრავმა და ა.შ.

 როგორ ვუმკურნალოთ კისრის ტკივილს?

კისრის ტკივილს ძირითადად, მედიკამენტებით მკურნალობენ. ამის გარდა, დისკომფორტის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კისრის ვარჯიშებსა და მასაჟს. ეფექტურია, ასევე :

  • ფიზიოთერაპია – კანის გავლით ნერვის ელექტრული სტიმულაცია (TENS);
  • კისრის ფიქსატორების გამოყენება;
  • ქირურგიული ჩარევა.

კისრის ოსტეოქონდროზის სიმპტომები

კისრის ოსტეოქონდროზს მრავალმხრივი სიმპტომები ახასიათებს. ამ დროს ხშირია უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც მხარს, წინამხარსა და თითებს გადაეცემა. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის ან დაძაბულ მდგომარეობაში დიდხანს ჯდომის შემდეგ მატულობს დისკომფორტი კისრის არეში. გარდა ამისა, კისრის ოსტეოქონდროზის სიმპტომებია:

  • ტკივილი და დაძაბულობა კისრის,ზურგის ან წელის არეში;
  • თავის ტკივილი, შაკიკი;
  • შუილი ყურებში;
  • თავბრუსხვევა და კოორდინაციის დაკარგვა;
  • ზოგადი სისუსტე;

იშვითად, თუმცა მაინც გვხვდება:

  • ხელების სისუსტე;
  • ენის დაბუჟება და მეტყველების დაქვეითება;
  • სუნთქვის, სმენის, მხედველობის პრობლემები;
  • გახშირებული ოფლიანობა;
  • მაღალი წნევა.

კისრის ოსტეოქონდროზის მკურნალობის მეთოდები

კისრის ოსტეოქონდროზით ბოლომდე განკურნება შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური მკურნალობით. ეს გულისხმობს მედიკამენტების მიღებას, ფიქსატორების გამოყენებას, სამკურნალო ვარჯიშების გაკეთებასა და ფიზიოთერაპიას. დაავადების შემდგომ სტადიაზე განვითარების შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევაც.

კომპანიაახალი ხედვისკისრის ფიქსატორები

კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში ექსკლუზიური ბრენდების – მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger – ის კისრის ფიქსატორების ფართო არჩევანია წარმოდგენილი. პროდუქცია ხელმისაწვდომია S, M, L,XL და XXL ზომებში, ფასები კი 30 ლარიდან 338 ლარამდე მერყეობს.

განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ნახევრად რბილი და რბილი კორსეტები – ზღუდავს კისრის მოძრაობას. გამოიყენება კისრის კუნთების დაჭიმვის, კისრის ოსტეოართრიტისა და დისკის თიაქრის დროს. უზრუნველყოფს თავის ნეიტრალურ პოზიციაში დაფიქსირებას. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
  • კისრის სტაბილიზატორი –  გამოიყენება ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქრის დროს ან კისრის მალების დეფორმაციის პრევენციისთვის. ამცირებს დატვირთვას კისრის მალებზე და ხელს უწყობს კისრის კუნთების ტონუსის ნორმალიზებას.
  • ფილადელფიის კისრის ორთეზი – უზრუნველყოფს მოძრაობის აბსოლუტურ შეზღუდვას კისრის მალების მოტეხილობისა და მალთაშუა დისკის თიაქრის დროს. ამსუბუქებს ტკივილს ხერხემლის გასწვრივ.
  • კისრის მალებისა და გულმკერდის ფიქსატორი – გამოიყენება კისრის მძიმე ტრავმებისა და კისრის არეში ჩატარებული ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ეს ზღუდავს ხერხემლის მოძრაობას და უზრუნველყოფს ფიქსაციას სწორ მდგომარეობაში.
  • კისრის გასაბერი ბალიში -ჭიმავს და ზრდის ხერხემლის კისრის მალებს შორის მანძილს; აძლიერებს კისრისა და ზურგის კუნთებს. ხსნის თავის ტკივილს და შაკიკის სიმპტომებს,აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *