კოჭის ფიქსატორები

კოჭის ფიქსატორი –  უმაღლესი ხარისხის ნეოპრინის,ანტიალერგიული ან ელასტიური ნაქსოვი მასალისგან მზადდება. მას შიგნით მოთავსებული აქვს სხვადასხვა ტიპის ჩანართი, მაგ. სილიკონი, რომელიც ერთგვარი მასაჟორის ფუნქციას ასრულებს – ჰემატომისა და შეშუპების დროს კი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.  ამ პროდუქტის გამოყენება შესაძლოა, როგორც ართრიტის, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში. უმნიშვნელოვანესია ის ფაქტიც, რომ აქილევსის მყესის დაზიანებისა და დაჭიმულობის შემთხვევაში ფიქსატორის გამოყენება ამცირებს ტკივილს. კოჭის ფიქსატორი უზრუნველყოფს არამარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ სითბოს შენარჩუნებასაც.

როდის არის საჭირო კოჭის ფიქსატორის გამოყენება?

ღრძობა სახსრის იოგოვანი აპარატის დაჭიმვა ან ნაწილობრივი გაგლეჯაა. სამწუხაროდ, ეს პრობლება ხშირია სპორტსმენებში და ბავშებშიც, რადგან კოჭის დაზიანების ძირითადი მიზეზია სირბილის ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული დატვირთვა, მოხრა, გაშლა ან შებრუნება. კოჭი მყესების, ძვლების, იოგების და კუნთების კომპლექსური ერთიანობაა, რომელიც ძალიან ძლიერია და სხეულის მთელ წონას უძლებს. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ის ზიანდება და სხვადასხვა სახის ტრავმის ან დაავადების დროს ძლიერ ტკივილებს იწვევს. საბედნიეროდ, არსებობს კოჭის ფიქსატორები, რომლებიც ამ პრობლემის აღმოხვრაში დიდ როლს ასრულებს და სწრაფ რეაბილიტაციასაც უზრუნველყოფს.

სად შევიძინოთ კოჭის ფიქსატორები?

კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის კოჭის ფიქსატორებს სთავაზობს. პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად საქართველოს  16 საფირმო მაღაზიაშია წარმოდგენილი. დედაქალაქის გარდა, კოჭის ფიქსატორების შერჩევა გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში არის შესაძლებელი.  პროდუქცია კი არის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა- მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. მათი ღირებულება ძირითადად 30 ლარიდან 338 ლარამდე მერყეობს. მოდით, დეტალურად განვიხილოთ თითოეული პროდუქტი:

კოჭის ბანდაჟი – ამ კოჭის მარტივი სამაგრის გამოყენება მყესების დაჭიმულობის, ტერფის ქრონიკული ტკივილის დროს შეგიძლიათ. ის დამზადებულია ლამინირებული ელასტიური მასალისგან, რაც ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფს და არ აოფლიანებს კანს.

კოჭის სამაგრი რბილი ჩანართით – უზრუნველყოფს კოჭ-წვივის სტაბილიზაციას და ამცირებს ტკივილს.რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადაადგილების დროს არ გზღუდავთ. ამსუბუქებს ტკივილის შეგრძნებას და აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას.

კოჭის სამაგრი პლასტმასის ჩანართით – მისი გამოყენება შეგიძლიათ ართრიტის, სახსრის დაჭიმვა/დაძაბულობის, ღრძობის ან თაბაშირის შემდგომი რეაბილიტაციისთვის.გვერდებზე მოთავსებული აქვს პლასტმასის ჩანართები, რაც თქვენს კოჭს დაზიანებისგან იცავს, ჯვარედინი ღვედები კი ძლიერ ფიქსაციას უზრუნველყოფს. ჰაერი მარტივად ცირკულირდება, სახსარში კი სითბო ნარჩუნდება.

ფეხის ორთრეზი– ხელს უწყობს ფეხის სწორ პოზიციაში დაფიქსირებასა და იმმობიილიზაციას. გამოიყენება ძვლებსა და რბილ ქსოვილებზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომ,მენჯ-ბარძაყისა და კოჭწვივის მოტეხილობის შემდგომ,ასევეპერიფერიული ნერვების დაზიანებისას.გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

კოჭის ორთეზი – კოჭს აფიქსირებს 90 გრადუსიანი კუთხით. ორთეზი ნებისმიერ ფეხსაცმელს ერგება და დისკომფორტსაც არ შეგიქმნით.ინიშნება მყესების დაზიანების დროს,ასევე ინსულტის შემდეგ ტერფის სტაბილიზაციისთვის.გამოიყენება ასევე  კოჭ-წვივის სახსრის ამოვარდნილობის და მოტეხილობის დროს. დამზადებულია მაღალი ხარისხის პლასტმასის მასალისაგან.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სამედიცინო ჯგუფი  “ახალი ხედვა” 2012 წლიდან ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანია, მუდამ ცდილობს დაგროვილი ცოდნა და პროფესიონალიზმი მომხმარებლის სურვილებს მოარგოს და მათი ინტერესები გაითვალისწინოს.  ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ „ახალი ხედვის“ პროდუქციას   საქართველოს ნებისმიერ რეგიონში შეკვეთიდან უმოკლეს ვადაში მიიღებთ. სასურველი სამედიცინო ნივთის შეძენას, როგორც მაღაზიებში ასევე ონლაინ რეჟიმში, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ შეძლებთ. პროდუქციის სანახავად ეწვიეთ საიტს : https://akhalikhedva.ge/

კოჭის ფიქსატორების გამოყენების ინტრუქცია

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, აუცილებლად მიმართეთ პირად  ექიმს.გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე, შესაძლოა მისი გამოყენების საჭიროება მხოლოდ  რამდენიმე დღე იყოს. თუმცა, არ არის გამორიცხული ეს პერიოდი რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს.