მენჯ-ბარძაყის ფიქსატორი – სხეულის ამ ნაწილის სახსრის დაზიანებისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში გამოიყენება. პაციენტები მას ბარძაყის კუნთების სხვადასხვა სახის დაზიანების დროსაც ატარებენ. ეს ფიქსატორი ხელს უწყობს რებილიტაციის პერიოდის დაჩქარებასა და ტკივილების განეიტრალებასაც.
რა შემთხვევაში და რამდენი ხნით გამოვიყენოთ მენჯ–ბარძაყის ფიქსატორი ?
მენჯ-ბარძაყის ფიქსატორი – მყარი ან/და რბილი მასალისგან დამზადებული სამედიცინო ნივთია, რომელიც სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვის გამოიყენება. მისი დანიშნულება სახსრის ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვაა. რა თქმა უნდა, ტრავმა ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება მიიღოს. მიუხედავად ამისა, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ის ათლეტები არიან, რომლებიც ყინულის ჰოკეის, ფეხბურთისა და გოლფის სპორტულ სახეობებში მონაწილეობენ. ფიქსატორი იდეალურია მათთვისაც, ვისაც საზარდულის თიაქარი აწუხებს. მენჯ-ბარძაყის ფიქსატორის გამოყენება დაზიანებული ადგილის ეფექტურ აღდგენასა და რეაბილიტაციასაც უზრუნველყოფს. უმჯობესია, ამ პროდუქტის გამოყენებამდე კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ და მისი ტარების ხანგრძლივობაც ინდივიდუალურად განსაზღვროთ.
სად შევიძინოთ მენჯ–ბარძაყის ფიქსატორები?
კომპანია “ახალი ხედვის” მენჯ-ბარძაყის ფიქსატორები ნეოპრინის, პლასტმასის და უმაღლესი ხარისხის ელასტიური მასალებისგან არის დამზადებული. ამ პროდუქტის მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები – მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. მათი ღირებულება კი 31 ლარიდან 964 ლარამდე მერყეობს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
• მენჯ-ბარძაყის სახსრის ბანდაჟი – გამოიყენება მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანებისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
• ბარძაყის დამჭერი – გამოიყენება ბარძაყის კუნთების სხვადასხვა სახის დაზიანებების დროს. ინარჩუნებს სითბოს და უზრუნველყოფს კუნთების ფიქსაციას. ეფექტურია მისი გამოყენება სპორტული და სხვა სახის ტრავმების შემთხვევაშიც.
• მენჯ-ბარძაყის ორთეზი – ხელს უწყობს სწრაფ რეაბილიტაციასა და იცავს მენჯ-ბარძაყის სახსარს განმეორებითი დაზიანებისგან.
• საზარდულის თიაქრის ბანდაჟი – ხსნის დისკომფორტს საზარდულის თიაქრის დროს, თიაქრის პროგრესირებისა და გართულებების განვითარების პრევენციას ახდენს.არსებობს როგორც ცალმხრივი,ასევე ორმხრივი.
• სუსპენზორი – გამოიყენება სასქესო ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომ. მისი გამოყენება შესაძლებელია ასევე სპორტული აქტივობის დროს.
კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში, ასევე შეძლებთ გასახდომი ელასტიკის შერჩევას. ეს პროდუქტი დამზადებულია ორმაგად ლამინირებული ნეოპრინის ელასტიური მასალისგან და ხელს უწყობს ვარჯიშის დროს ცხიმების წვას. ზემოთ განხილული პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ, როგორც კომპანიის საფირმო მაღაზიებში, ასევე ოფიციალურ საიტზე, ონლაინ რეჟიმში. დეტალური ინფრომაციისთვის ეწვიეთ „ახალი ხედვის“ ვებ-გვერდს მისამართზე: https://akhalikhedva.ge/