მხრის ფიქსატორები

მხრის ფიქსატორი – სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამედიცინო საშუალებაა და სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებისთვის გამოიყენება. ის სახსრის მოძრაობის ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, მას ძირითადად, ხელის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის დროს, ფიზიკური დატვირთვის დროს კუნთების და მყესების დაზიანებისას ნიშნავენ. მხრის ფიქსატორით საგებლობენ ის მომხმარებლებიც, რომლებსაც ართრიტი ან  ართროზი აწუხებთ.

როდის არის საჭირო მხრის ფიქსატორის გამოყენება?

მსუბუქი ტრავმის დროსაც კი, როდესაც სახსარია ნაღრძობი ან დაჭიმული, ზოგჯერ რეკომენდებულია დაზიანებული კიდურის გარკვეული პერიოდით დაფიქსირება იოგოვანი და კუნთოვანი ქსოვილის მოსვენების, კიდურის დაზოგვისა და სწრაფი რეაბილიტაციის მიზნით. ერთი შეხედვით მსუბუქად ტრავმირებული სახსრის მკურნალობაც კი, თუ დროულად არ მოხდა, შესაძლოა პრობლემური გახდეს. საბედნიეროდ, ხელის ყველა მოტეხილობა საოპერაციო არ არის და უმრავლესობა მკურნალობას ექვემდებარება. თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ გასწორდება და დაფიქსირდება მოტეხილი ფრაგმენტები. სწორი ფიქსაცია მოტეხილი ადგილების შეხორცების, დაზიანებული უბნისა თუ კიდურის სწრაფი რეაბილიტაციის საწინდარია. აქედან გამომდინარე, ხშირად საჭირო ხდება სხვადასხვა დამხმარე საშუალების გამოყენება – ­­­როგორიცაა მხრის ფიქსატორი.

სად შევიძინო მხრის ფიქსატორი?

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარელებს უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა ბრენდის, ზომისა და ფასის მხრის ფიქსატორებს სთავაზობს. მათი ღირებულება 33 ლარიდან 144 ლარამდე მერწყეობს.  კომპანია აქტიურად მუშაობს, როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზირებული შეკვეთების მიმართულებით.

მოდი, განვიხილოთ „ახალი ხედვის“ მაღაზიებში წარმოდგენილი მხრის ფიქსატორების ნაწილი:

  • მკლავის ქამარი –  ხელს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და ამცირებს ტკივილს. ხშირია მისი გამოყენება ართრიტის და ართროზის, ასევე მხრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის, კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვის დროს. ის ასევე, ხელს უწყობს კუნთების სტაბილიზაციას.
  • მკლავის ქამარი ბალიშით – გამოიყენება მხრის იმობილიზაციისთვის 45° -60°  განზიდვით მოტეხილობისა და ამოვარდნილობის დროს.
  • მხრის ბანდაჟი    სარგებლობენ წინამხრის მოტეხილობის და ამოვარდნილობის დროს. ასევე, ეფექტურია მისი გამოყენება მხრის ძვლის მოტეხილობების, რბილი ქსოვილების დაზიანებისა და პოსტოპერაციული მკურნალობის შემდეგ. თუ, ამ პროდუქტით სარგებლობა გჭირდებათ აუცილებელია ზომის სწორად შერჩევა, გამოყენებამდე  კი ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია.
  • ნეოპრინის მხრის სამაგრი – გამოიყენება ტკივილით მიმდინარე მხრის ქრონიკული დაავადებების, ასევე სპორტული აქტივობებისა და მხრის დატვირთვის დროს. ის უზრუნველყოფს სახსარში სითბოს შენარჩუნებას და იცავს მხარს დაზიანებისგან.
  • აკრილის ქსოვილის მხრის სამაგრი –  გამოიყენება ტრავმული რეაბილიტაციის, ართრიტის დროს და პოსტოპერაციულ პერიოდშიც. ეს პროდუქტი ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას და ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. მისი გამოყენება რეკომენდირებულია სპორტული აქტივობების, კუნთების და მყესების დაზიანებების დროს.
  • ზურგის კორსეტი –  აფიქსირებს ლავიწის ძვალს და ცვლის თაბაშირს ლავიწის მოტეხილობის დროს. გამოიყენება ასევე მხრების დეფორმაციის გასასწორებლად ან პროფილაქტიკის მიზნით.

ამ პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ, როგორც კომპანიის საფირმო მაღაზიებში, ასევე ოფიციალურ საიტზე ონლაინ რეჟიმში. დეტალური ინფრომაციისთვის ეწვიეთ „ახალი ხედვის“ ვებ-გვერდს მისამართზე: https://akhalikhedva.ge/

მხრის ფიქსატორების გამოყენების ინსტრუქცია

სათანადო ფიქსატორის გამოყენება დაზიანებული ადგილის ეფექტურ აღდგენასა და რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. მხრის ფიქსატორების ტარება საშუალოდ რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში შეიძლება დაგჭირდეთ. თუმცა, ხანგრძლივობა პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული. გირჩევთ, რომ ეს საკითხი პირად ექიმთან გაიაროთ.