მხრის ტკივილი ძალიან გავრცელებული და ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა. ალბათ იმიტომ, რომ ის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი სახსარია და ყოველდღიურ საქმიანობაში მასზე აქტიური დატვირთვა მოდის. მხრის ტკივილი შეიძლება უშუალოდ სახსრიდან ან მის გარშემო მდებარე ნებისმიერი მყესიდან, იოგიდან და კუნთიდან დაიწყოს.
მხრის ტკივილის გამომწვევი მიზეზები
მხრის ტკივილის გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი გავრცელებულია მყესების ტენდინიტი, ანუ მხრის მყესების შეშუპება-ანთება. ასევე, ეს პრობლემა შეიძლება უკავშირდებოდეს, როგორც ხერხემლის სვეტის პათოლოგიას, ისე პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ტრავმას.
მხრის ტკივილის სხვა გამომწვევი მიზეზებია:
- ართრიტი;
- მხრის ან ბეჭის ძვლის მოტეხილობა;
- მხრის კუნთების დაჭიმულობა;
- ზურგის ტვინის დაზიანება;
- გულის შეტევა;
- ოსტეოართრიტი;
- რევმატიული პოლიმიალგია;
- რევმატოიდული ართრიტი;
- სეპტიკური ართრიტი;
- დაჭიმულობა და ა.შ.
მხრის სახსარის ტკივილი
მხრის სახსარი მისი ანატომიური სტრუქტურიდან გამომდინარე ადამიანის სხეულის ერთადერთი ნაწილია, რომელიც მრავალმხრივ მოძრაობებს ასრულებს. როგორც კი ამ მექანიზმში, თუნდაც მცირედით, რაიმე ზიანდება, მისი ნორმალური ფუნქციონირება ირღვევა. მხრის სახსრისა და მხრის ტკივილი კი შეიძლება აღემატებოდეს შრომისუნარიანობასა და ცხოვრების ხარისხს.
მხრის გაციება
სახსრის “გაყინვა” მხრის თავის გარშემო ქსოვილების გასქელებით, შეშუპებითა და გამკვრივებითაა გამოწვეული. ამის გამო სასახსრე სივრცე ვიწროვდება და მხრის ძვლის თავის თავისუფალ მოძრაობას ეშლება ხელი. შედეგად, ნებისმიერი მოძრაობა შეზღუდული და მტკივნეული ხდება.
მხრის სახსრის ართრიტი
სახსრების დაავადებები და მათ შორის მხრის სახსრის ართრიტიც, დღესდღეობით ძალიან გავრცელებული დაავადებაა. ძირითადად, ამ რისკ ჯგუფს 50 წელს გადაცილებული ადამიანები მიეკუთვნებიან. დაავადების პირველი სტადიის დროს პაციენტს აწუხებს ტკივილი, რომელიც დატვირთვის დროს ძლიერდება და მშვიდად ყოფნის დროს ცხრება. ამავე დროს ტკივილის სიძლიერე დამოკიდებულია დღის მიმდინარეობაზე და ამინდზე. თუმცა, არსებობს ამ დაავადების გართულებული ფორმაც, რომელიც საბოლოოდ სახსროვანი ხრტილების დაშლას და დისტროფიას იწვევს.
მხრის წნული ანთება
მხრის ნერვული წნული ნერვების ქსელია, რომელიც სიგნალს გადასცემს ზურგის ტვინიდან მხარში, ხელსა და მტევანში. წნულის დაზიანება ხდება ნერვების დაჭიმვით, კომპრესიით ან მძიმე შემთხვევებში, გახევით ზურგის ტვინიდან. ამ დროს ვითარდება ძლიერი ტკივილი.
მხრის წნულის დაზიანების გამომწვევი მიზეზებია:
- სამშობიარო ტრავმა;
- სპორტული ტრავმა;
- ოსტეოქონდროზი;
- სიმსივნე;
- სხივური თერაპია.
მხრის ტკივილი მოსვენებულ მდგომარეობაში
თუ, მხრის ძლიერი ტკივილი გაწუხებთ მოერიდეთ ისეთ მოძრაობას, რომლის გამოც ტკივილი გაგიუარესდებათ. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ თუ ტკივილის შიშით მხრის “დაზოგვას” და მოძრაობის შეზღუდვას შეეცდებით, ეს კუნთების დასუსტებასა და განლევას გამოიწვევს, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია მხარმა ჩვეული რეჟიმით განაგრძოს მოქმედება. მხრის მოძრაობის უნარის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია მსუბუქი და რეგულარული ვარჯიში.
მხრის ართროზი
ართროზის დროს ზიანდება სახსრის ყველა ქსოვილი. სასახსრე ხრტილი იწყებს დარბილებას, გათხელებას, ყალიბდება ძვლოვანი წანაზარდები – ოსტეოფიტები და სუბქონდრული კისტები. ყოველივე ვლინდება ართრალგიით – ტკივილით, მოძრაობათა შეზღუდვით და სახსარში მიმდინარე ლოკალური ანთებითი პროცესით.
მხრის მყესის დაჭიმვა
მხრის სახსრის მყესის ანთება მოძრაობის დროს ძლიერ ტკივილს იწვევს, განსაკუთრებით თუ მას მაღლა სწევთ. ტკივილი შესაძლოა მაშინაც გქონდეთ, როცა ღამით მხარზე წევხართ.
კომპანია „ახალი ხედვის“ მხრის ფიქსატორები
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარელებს უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა ბრენდის, ზომისა და ფასის მხრის ფიქსატორებს სთავაზობს. მათი ღირებულება 33 ლარიდან 144 ლარამდე მერწყეობს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
- ნეოპრინის მხრის სამაგრი. გამოიყენება ტკივილით მიმდინარე მხრის ქრონიკული დაავადებების, ასევე სპორტული აქტივობებისა და მხრის დატვირთვის დროს. ის უზრუნველყოფს სახსარში სითბოს შენარჩუნებას და იცავს მხარს დაზიანებისგან.
- მკლავის ქამარი – ხელს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და ამცირებს ტკივილს. ხშირია მისი გამოყენება ართრიტის და ართროზის, ასევე მხრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის, კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვის დროს. ის ასევე, ხელს უწყობს კუნთების სტაბილიზაციას.
- მკლავის ქამარი ბალიშით – გამოიყენება მხრის იმობილიზაციისთვის 45° -60° განზიდვით მოტეხილობისა და ამოვარდნილობის დროს.
- აკრილის ქსოვილის მხრის სამაგრი – გამოიყენება ტრავმული რეაბილიტაციის, ართრიტის დროს და პოსტოპერაციულ პერიოდშიც. ეს პროდუქტი ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას და ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. მისი გამოყენება რეკომენდებულია სპორტული აქტივობების, კუნთების და მყესების დაზიანებების დროს.