ორსულობის კოლგოტი – ორსულებში ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის პერიოდი ქალის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და მნიშვნელოვანი მონაკვეთია, მას ხშირად ბევრი სირთულეც ახლავს თან. ქალების დიდ ნაწილში ორსულობის ვადის მატებასთან ერთად არსებული ვენების ვარიკოზული დაავადება მწვავდება. უფრო კონკრეტულად კი, II ან III ტრიმესტრში, ქალი წონაში მატებს იწყებს. სხეული მძიმდება, დიდი დატვირთვა მოდის ფეხებზე, სახსრებსა და სისხლძარღვებზე. იცვლება სისხლის მომარაგება – რაც უფრო დიდი დრო გადის, საშვილოსნოს მით უფრო მეტი მომარაგება სჭირდება. შედეგად, ხდება სისხლის შეგუბება და ქვედა კიდურებზე დაყოვნება. ზოგიერთ ქალს ვარიკოზი ორსულობამდე აქვს, ზოგსაც კი ამ პერიოდში უყალიბდებათ. ამ დაავადებების თანმხლები სიმპტომების დროს როგორიცაა კიდურებში სიმძიმე, დაღლა, შეშუპება და ტკივილის შეგრძნება ძალიან ეფექტურია საორსულო კოლგოტის გამოყენება. ეს პროდუქტი ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. გარდა ამისა, აქრობს ტკივილის, დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნებას კიდურებში.
რა შემთხვევაში და რამდენი ხნით გამოვიყენოთ ორსულობის კოლგოტი?
კოლგოტების გამოყენება ორსულობის პერიოდში რეკომენდებულია, რადგან ძალიან ამცირებს როგორც მარტივი ვენური, ასევე უფრო რთული ვარიკოზული დაავადებების წარმოქმნის რისკებს. სისხლძარღვები ნორმალურად ფუნქციონირებს, კოლგოტის ფორმა კი მუცელს იდეალურად მიყვება და საჭირო მოჭერილობა აქვს. მისი გამოყენება რეკომენდებულია, როგორც ორსულობის პერიოდში, ასევე, მის შემდეგაც. გარდა ამისა, უმჯობესია, წინდები დილით ჩაიცვათ ისე, რომ ფეხი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იყოს. პროდუქცია, კი ყოველდღიურად ხელით 30° ტემპერატურაზე გარეცხეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააშრეთ.
სად შევიძინოთ ორსულობის კოლგოტი?
კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის საორსულე კოლგოტებს სთავაზობს. საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული ეს პროდუქცია „ახალი ხედვის“ 16 საფირმო მაღაზიაშია წარმოდგენილი. ახლა, განვიხილოთ სამედიცინო ჯგუფის მოერ შემოთავაზებული ეს პროდუქცია:
• ვარიკოზის საწინააღმდეგო ორსულის კოლგოტი, I კომპრესია – გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით და ხელს უშლის ვარიკოზის განვითარებას. ასევე, ვარიკოზის წარმოქმნის პრევენციას ახდენს და ვენების კომპრესიას დაავადების საწყის სტადიაზე უზრუნველყოფს.
• ვარიკოზის საწინააღმდეგო ორსულის კოლგოტი, II კომპრესია – არის ღია და დახურული თითებით. უზრუნველყოფს ვენების კომპრესიასა და აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას. ძირითადად იმ ქალებისთვის ინიშნება, ვისაც ორსულობამდე აწუხებდა გაგანიერებული ვენები. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.