ქუსლის ჩასაფენი – ბენეფიტები და გამოყენების წესები

ქუსლის ჩასაფენი ხელს უწყობს ტკივილის შემცირებასა და დისკომფორტის მოხსნას. ეს პროდუქტი  ადამიანებს სხვადასხვა დაავადების დროს მკურნალობის პროცესში ეხმარება და ტკივილსაც უმსუბუქებს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობის დროს ქუსლის ასამაღლებლად. ის ქვედა კიდურს საშუალოდ 0,8 სმ-ით ამაღლებს. ქუსლის ტკივილს  ხშირად იწვევს ქრონიკული ანთებითი რევმატული დაავადებები როგორიცაა:

  • ფსორიაზული ართრიტი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • პოდაგრა;
  • ოსტეოპოროზი.

ქუსლის ჩასაფენები გამოიყენება:

  • აქილევსის მყესის დაზიანების დროს;
  • მენჯ-ბარძაყის სახსარზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ;
  • იცავს ქუსლის ირგვლივ მდებარე რბილ ქსოვილებს მუდმივი ტრავმირებისგან.

რისთვის არის საჭირო ქუსლის ჩასაფენი?

ქუსლის ჩასაფენს ატარებენ როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობის დროს, ქუსლის ასამაღლებლად. გარდა ამისა, ქუსლის ჩასაფენი გამოიყენება  ტრავმის შემდგომ  და ისეთი  დაავადებების  დროს როგორიცაა:

  • პლანტარული ფასციიტი;
  • ქუსლის დეზი;
  • ბრტყელი ტერფი;
  • აქილევსის მყესი.

როგორ შევარჩიოთ ქუსლის ჩასაფენი

ქუსლის ჩასაფენის გამოყენების ზუსტი დრო არ არსებობს. მისი ტარება დამოკიდებულია პრობლემის სიმწვავეზე, ამიტომ უმჯობესია ეს საკითხი სპეციალისტთან გაიაროთ და მისი რეკომენდაციით მოხდეს ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენების ვადების განსაზღვრა. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ქუსლის სუპინატორი – დამზადებულია სილიკონისგან და იდეალურია ქუსლის ტკივილი დროს. ასევე რეკომენდებულია მისი ტარება ქუსლის დეზის  შემთხვევაში . ქუსლის დეზი არის წვეტიანი წანაზარდი და  ხშირად აწუხებს სპორტსმენებს, რომლებიც ბევრს დარბიან. ქუსლის დეზის გამომწვევ მიზეზებს შორისაა არასწორი სიარული და დგომის დარღვევა, ასევე ჭარბი წონა და არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება.
  • სილიკონის ქუსლის ბალიში   –  დამზადებულია 100% სილიკონის მასალისგან და დაფარულია რბილი ქსოვილით, რომელიც შთანთქავს ტენს და არ აოფლიანებს ფეხს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობის დროს ქუსლის ასამაღლებლად. ის ქვედა კიდურს საშუალოდ 0,8 სმ-ით ამაღლებს.
  • ქუსლის ფიქსატორი, იგივე ქუსლის სუპინატორი ან ქუსლის თასი დამზადებულია სილიკონისგან და იდეალურია ქუსლის ტკივილი დროს. ასევე რეკომენდებულია მისი ტარება ქუსლის დეზის  შემთხვევაში . ქუსლის დეზი არის წვეტიანი წანაზარდი და  ხშირად აწუხებს სპორტსმენებს, რომლებიც ბევრს დარბიან. ქუსლის დეზის გამომწვევ მიზეზებს შორისაა არასწორი სიარული და დგომის დარღვევა, ასევე ჭარბი წონა და არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *