თრომბი არის სისხლის შედედებული მასა, რომელიც სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობას აფერხებს. წარმოქმნილი თრომბები მედიცინაში თრომბოზის სახელით არის ცნობილი და მისი ორი ტიპი არსებობს: ვენური და არტერიული. ამ დაავადების ნიშნებია ქვემო კიდურების მიდამოებში ტკივილი და შეშუპება, მაგრამ შესაძლოა ის სიმპტომების გარეშეც განვითარდეს. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც ეს პრობლემა სერიოზულ გართულებებს იწვევს და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს.
რა იწვევს თრომბს?
თრომბის გამომწვევი მიზეზები განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ სად მიმდინარეობს – არტერიებში თუ ვენებში.
ვენური თრომბოზის გამომწვევი მიზეზებია:
- ქვედა კიდურების ვენების დაავადებები;
- უმოძრაობა;
- ძვლების მოტეხილობა;
- გარკვეული მედიკამენტები;
- სიმსუქნე.
არტერიული თრომბოზის გამომწვევი მიზეზებია:
- შაქრიანი დიაბეტი;
- მაღალი ქოლესტერინი;
- სიმსუქნე;
- არტერიული ჰიპერტენზია;
- თამბაქოს მოხმარება.
თრომბის სიმპტომები
თრომბმა სისხლძარღვი შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ დაახშოს. ამ დაავადების სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე თუ, რომელ ორგანოს სისხლძარღვში ჩამოყალიბდა იგი. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
- ტკივილი კიდურებში;
- სიმძიმე და შეშუპება;
- კანის ფერის ცვლილება;
- კიდურების დაბუჟება;
- ტკივილი მკერდის არეში.
თრომბის მკურნალობა, ანტითრომბული წინდები:
თრომბის პრევენციისა და პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა:
- ფიზიკური აქტივობა, ფეხით სიარული;
- ცხოვრება თამბაქოს გარეშე;
- წონის კორექცია;
- ჯანმრთელი კვება;
- საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება.
გარდა ამისა, მკურნალობის პროცესში ეფექტურია ანტითრომბული წინდების გამოყენება. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- ანტითრომბოებოლური მაღალყელიანი წინდა -გამოიყენება თრომბოზის და თრომბოემბოლიის საპროფილაქტიკოდ, ასევე წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
- ანტითრომბოებოლური დაბალყელიანი წინდა – გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. გამოიყენება,ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
- ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) – გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. გამოიყენება, ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.