რადიკულიტი ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ოსტეოქონდროზთან. ასევე, ეს დაავადება შესაძლებელია უკავშირდებოდეს ხერხემლის ტრავმას, შინაგანი ორგანოების დაავადებებს, ნერვის ახლოს მდებარე კუნთისა და მყესების ანთებასა და დისტროფიულ ცვლილებებს. მისი გამომწვევი სხვა მიზეზებია:
- პერიფერიული ნერვული სისტემის სიმსივნეები;
- ქრონიკული ართრიტი;
- ანთებითი პროცესები;
- მემკვიდრეობითი ფაქტორები;
- მეტაბოლური დარღვევები.
რადიკულიტის სიმპტომები
რადიკულიტის დამოკიდებულია იმაზე, თუ ხერხემლის რომელ უბანშია ანთებადი ნერვის ფესვი. ასე, რომ რადიკულიტს ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ:
- კისრის რადიკულიტის დამახასიათებელი სიმპტომებია:
- ტკივილი, სმენისა და მხედველობის დაქვეითება, თავბრუსხვევა და არამყარი სიარული;
- მხარ-კისრის რადიკულიტის დამახასიათებელი სიმპტომებია:
- მხრისა და კისრის არეში მწვავე ტკივილი, რომელიც ძლიერდება სხეულის ამ ნაწილების მოძრაობისას;
- გულმკერდის რადიკულიტის დამახასიათებელი სიმპტომებია:
- ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც მწვავდება სუნთქვის დროს;
- გავა-წელის რადიკულიტის დამახასიათებელი სიმპტომებია:
- ტკივილი საჯდომი ნერვის გასწვრივ, რომელიც ძლიერდება მოძრაობის, სიარულისა და დახრის დროს.
რადიკულიტის მკურნალობა
არსებობს რადიკულიტის მედიკამენტოზური და ფიზიოთერაპიული მკურნალობა. ზოგ შემთხვევაში ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი და ორთოპედიული დანიშნულების მქონე სპეციალური ნივთები. რადიკულიტის დროს ხშირად ატარებენ წელის კორსეტებსა და ქამრებს. რადიკულიტის ქამრის ტარება მარტივად ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ისინი ძირითადად ჰაერგამტარი ნეოპრინის ან ელასტიური ბამბის ქსოვილისგან არის დამზადებული. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
- წელის სტანდარტული კორსეტი – არის სტანდარტული ზომის და ადვილად ერგება ნებისმიერი აღნაგობის ადამიანს. დამზადებულია ანტიალერგიული მასალისგან, უზრუნველყოფს წელის ფიქსაციასა და დაცვას, ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას.
- წელის სამაგრი პლასტმასის ჩანართით – წელს სწორ პოზიციაში აფიქსირებს და ამავე არეში სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს. მისი ჩანართები და დამატებითი ღვედი აძლიერებს ფიქსაციას.
- მატყლის წელის კორსეტი – უზრუნველყოფს სითბურ ეფექტს და უმნიშვნელო კომპრესიას წელის არეში.
ამ ორთოპედიულ პროდუქტებს აქვთ სპეციალური დამატებითი ჩანართებიცა და ღვედებიც, რომლებიც სრულფასოვან სტაბილიზაციასა და ფიქსაციის უწყობს ხელს. თუმცა მათ შორის არის ფუქციური განსხვავებები. რადიკულიტის ქამარი:
- იცავს სხეულის ბუნებრივ ტემპერატურას წელისა და მუცლის ღრუში, აძლევს სითბოს და უზრუნველყოფს კომპრესიის უმნიშვნელო ხარისხს;
- რევმატული ტკივილის დროს ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს;
- აფიქსირებს წელს სწორ პოზიციაში;
- ოპერაციის შემდეგ იცავს ჭრილობას გარეგანი დაზიანებისგან.
