სამედიცინო ბანდაჟი

სამედიცინო ბანდაჟი ზურგის არეში ტკივილის შემსუბუქებას და ორსულებში ხერხემლის სხვადასხვა დაავადების განვითარების პრევენციას უზრუნველყოფს.  ეს პროდუქტი, ძირითადად,  ორსულობის მესამე ტრიმესტრიდან გამოიყენება. საორსულე ბანდაჟი ასევე ხელს უწყობს  კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, წელის ტკივილის შემცირებასა და ზედმეტი გართულებების პრევენციას. ეს პროდუქტი ხელს უწყობს:

  • მუცლის დაწევის პრევენციას;
  • ტკივილის შემცირებას;
  • დატვირთვის შემსუბუქებას;
  • დაჭიმულობის მოხსნას;
  • ზურგის კუნთების გაძლიერებას;
  • ახდენს დაავადებების პრევენციას.

სამედიცინო ბანდაჟის სხვადასხვა სახეობა არსებობს – ზოგიერთ მათგანს პროფილაქტიკური, ზოგიერთს კი თერაპიული დანიშნულება აქვს. აუცილებელია მისი გამოყენების დროს გაითვალისწინოთ ამ პროდუქტის ხარისხი, ზომა და ის ფაქტიც,  რომ მუცლის ბანდაჟი  აუცილებლად მოერგოს ბავშვის ზრდას, მის ცვლილებებს, მოძრაობებს და არ შეიძლება ზედმეტად ზეწოლა მოახდინოს მუცელზე. საორსულე ბანდაჟის გამოყენებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან და მისი დანიშნულების მიხედვით გამოიყენოთ შერჩეული პროდუქტი. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • საორსულე ბანდაჟი – ხელს უწყობს ზურგისა და წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას. ძირითადად, გამოიყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ასევე პოსტურული დარღვევებისა და მსუბუქი ხარისხის კიფოზის დროს. ბანდაჟი ხელმისაწვდომია ზურგდამჭერითა და მის გარეშე.
  • ორსულობის ბანდაჟი (მუცლის დამჭერით)ორსულობის ბანდაჟი (მუცლის დამჭერით) მთელი ორსულობის განმავლობაში ამცირებს დატვირთვას ზურგის არეში. ბანდაჟის კერვის უმაღლესი ტექნოლოგია უზრუნველყოფს წელის მიდამოში ტკივილის შემცირებას. მისი გამოყენება კომფორტულია არა მარტო გადაადგილების, არამედ ჯდომის დროსაც.
  • ოპერაციის შემდგომი ქამარი ­- ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული 26 სმ სიმაღლის კორსეტია, რომელიც გამოიყენება როგორც პოსტ-ოპერაციულად, ასევე მშობიარობის შემდეგ. კორსეტის გამოყენებისას ზუსტად შეარჩიეთ ზომა, რათა არ გქონდეთ ძალიან მჭიდროდ და არ იწვევდეს ჭრილობის გაღიზიანებას.

სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების – Anita-ს, მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger ორსულების ბანდაჟებია წარმოდგენილი. უმაღლესი ხარისხის ეს ორთოპედიული პროდუქტები ოპტიმალურ ფასებში თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე  მაღაზიებშია წარმოდგენილი. ფილიალების გარდა,  სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდით, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეც არის შესაძლებელი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *