ტერფის ფიქსატორი – ტერფის ან წვივის ტრავმების, სხვადასხვა დაავადების გაჩენისგან პრევენციისა და ბრტყელტერფიანობის დროს გამოიყენება. ამ პროდუქტს მრავალმხრივი დანიშნულება აქვს და შესაბამისად, მომხმარებლებშიც ძალიან მოთხოვნადია. ტერფის ფიქსატორის გამოყენება ეფექტურია წვივის ტრავმების დროს და ასევე, ბურსიტის საწინააღმდეგოდ.
რა შემთხვევაში და რამდენი ხნით გამოვიყენოთ ტერფის ფიქსატორი?
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სხეული ფეხებს ეყრდნობა – მათზე მთელი დღის განმავლობაში ძალიან დიდი დატვირთვა მოდის, კიდევ უფრო მეტია ეს დატვირთვა ტერფებზე. ტერფი არის ძვლების, იოგების, მყესებისა და კუნთების კომპლექსური ერთიანობა, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ სხეულის მთელ წონას უძლებს. მიუხედავად ამისა, სხეულის ეს ნაწილი ხშირად ზიანდება,სხვადასხვა ტრავმა კი დიდ ტკივილს იწვევს. ტკივილი ნებისმიერ ნაწილში შეიძლება დაიწყოს, ფეხის თითებიდან აქილევსის მყესამდე. ამ პროცესის აღმოფხვრაში – ტერფის ფიქსატორს საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს. ეს პროდუქტი ამცირებს, როგორც ტკივილს ასევე, აჩქარებს რეაბილიტაციის პერიოდსაც . მისი გამოყენების ხანგრძლივობა კი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ტერფის ფიქსატორის ტარების პერიოდად შეიძლება რამდენიმე დღე ან კვირა განისაზღვროს. უმჯობესია, მის გამოყენებამდე კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
სად შევიძინოთ ტერფის ფიქსატორები?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ტერფის ფიქსატორების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფი საქართველოში 16 საფირმო მაღაზიითაა წარმოდგენილი. საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების – მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger ტერფის ფიქსატორების შეძენა არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც – გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმშიც არის შესაძლებელი. ფასები კი 12 ლარიდან 170 ლარამდე მერყეობს. ახლა, განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
• ტერფის სილიკონის ბალიში – ტერფზე კოჟრის გაჩენის პრევენციას უწყობს ხელს.
• ფეხის თითის რგოლი – დამაზადებულია სილიკონის მასალისგან და ფეხის თითებს კოჟრის გაჩენისაგან იცავს.
• ბურსიტის საწინააღმდეგო საშუალება – გამოიყენება პოდაგრის საწინააღმდეგოდ. განაცალკევებს ფეხის დიდ და მეორე თითებს ერთმანეთისგან და ამცირებს ტკივილს სახსარში. ასევე, ხელს უშლის ბუნიონის წარმოქმნას და ეხმარება ფეხის დიდ თითს ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებაში. შესაძლებელია მისი ფეხსაცმლის შიგნით ტარებაც;
• ფეხის თითის სამაგრი – ჰალუქს ვალგუსისა და პოდაგრის დროს ფეხის დიდ თითს ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებაში ეხმარება. ცერა თითს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს. არსებობს როგორც დღის, ასევე ღამისთვის განკუთვნილი. დღის სამაგრი მოხერხებულია ფეხსაცმელში სატარებლადაც.
• ბუნიონის სილიკონის პროტექტორი – გამოიყენება ბურსიტის საწინააღმდეგოდ. ბუნიონს ფეხსაცმლის ზეწოლისგან იცავს და იდეალურია ფეხის ცერა თითის სახსრის დეფორმაციის დროს,თითზე დამატებითი მექანიკური გაღიზიანების საპრევენციოდ.
• ჰალუქს ვალგუსის ფეხსაცმელი – არსებობს ორი სახის: წინ წაჭრილი და უკან წაჭრილი. პირველი ჰალუქს ვალგუსის კორექციის ან თითების ამპუტაციის შემდეგ გამოიყენება. მეორე – ქუსლზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შემდგომი პერიოდისთვის არის განკუთვნილი.
• ღაბაში (სუპინატორი) – გამოიყენება ბრტყელტერფიანობის, ტერფის ან წვივის ტრავმების,მუხლის სახსრის პათოლოგიის დროს. ტკივილს ამსუბუქებს და წონის თანაბრად განაწილებას უწყობს ხელს, რაც მთავარია – ტონუსში მოჰყავს “გაზარმაცებული” კუნთები.
• ქუსლის სილიკონის თასი – გამოიყენება აქილევსის მყესის დაზიანებისა და ქუსლის დეზის დროს. ეფექტურია მისი ტარება როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობისას.
ამ პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ, როგორც კომპანიის საფირმო მაღაზიებში, ასევე ოფიციალურ საიტზე, ონლაინ რეჟიმში. დეტალური ინფრომაციისთვის ეწვიეთ „ახალი ხედვის“ ვებ-გვერდს მისამართზე:https://akhalikhedva.ge/