ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა და სკანირება პათოლოგიის არსებობისა და ტერფის დეფორმაციის ზუსტი ხარისხის დადგენის საშუალებას გვაძლევს – შესაბამისად, ტერფთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციისთვის ტერფის კვლევისა და დიაგნოსტიკის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ბრტყელტერფიანობის დროს. ტერფთან დაკავშირებული პრობლემები ძვალ-სახსროვანი სისტემებისა და მთელი კონსტრუქციის ცვლილებას იწვევს. ხშირად თუ პრობლემა ტერფს სცილდება, გამომწვევ მიზეზად მას საერთოდ არ განიხილავენ, ამიტომ ტერფის დარღვევებს ბავშვობიდანვე სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს.
რა დროს არის საჭირო ტერფის კვლევა?
ტერფის კვლევა ძირითადად ტარდება 3-4 წლიდან. ტერფის დიაგნოსტიკის ჩატარებისთვის, კი აუცილებელი პირობაა ბავშვი მინიმუმ 20-21 კილოგრამს იწონიდეს. კვლევის ჩატარება საჭიროა ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა:
- ბრტყელტერფიანობა;
- პროფესიული და სპორტული ტერფი;
- დიაბეტური ტერფი;
- ტერფმრუდობა;
- ტერფის ვალგუსური დეფორმაცია;
- აქილევსის მყესის ანთება;
- ქუსლის დეზი;
- პლანტარული ფასციიტი;
- მორტონის ნევრომა;
- მძიმე ფეხის სინდრომი (ორსულთა ტერფი, ვენური უკმარისობა, ლიმფოსტაზი).
როგორ ხდება ტერფის დიაგნოსტიკა?
ბოლო წლებში, ტერფის პათოლოგიებმა საგრძნობლად იმატა და შესაბამისად, პაციენტთა მომართვიანობაც ტერფის კვლევაზე გაზრდილია. ადრეულ პერიოდში შესაბამისი სადიაგნოსტიკო საშუალებები არ არსებობდა და ადამიანებიც ამ მეთოდებში ნაკლებად იყვნენ გათვითცნობიერებულნი. ახლა ამ საკითხს მეტი ყურადღება ეთმობა და ტერფის პრობლემებს უკვე დროულად აქცევენ ყურადღებას, როგორც პედიატრები და ორთოპედები, ასევე მშობლებიც. ახლა მსოფლიოში ტერფის კომპიუტერულ დიაგნოსტიკასა და სკანირებას თანამედროვე ტექნოლოგიებით ახდენენ. პედოგრაფია და პლანტოგრაფია ტერფის კვლევის თანამედროვე მეთოდებია. პედოგრაფია – ტერფის ფუნქციონალური გამოკვლევის მეთოდია, რომელიც სწავლობს ტერფის პარამეტრებს სიარულის პროცესში. მიღებული მონაცემების საფუძველზე, კი ვლინდება ტერფის შემდეგი მახასიათებლები:
- ტერფის ფორმა;
- თაღის სიმაღლე;
- ტერფის ღერძი;
- ყრდნობის უბნები;
- ბიჯის დროს განვითარებული წნევა და ძალა;
- ბიჯის შესრულებისთვის გამოყენებული დრო.
სად შეიძლება გავიკეთოთ ტერფის დიაგნოსტიკა?
ტერფის დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია და ამ სერვისს კომპანია “ახალი ხედვა” გვთავაზობს. ტერფის კვლევის ახალი მიდგომები სამედიცინო ჯგუფმა რამდენიმე წლის წინ დანერგა და ამ მიმართულებით საქართველოში ლიდერი კომპანიაა. “ახალი ხედვის” კლინიკაში ეს პროცესი ხდება იტალიური ფირმა Diasus-ს აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ბაროპომეტრული დიაგნოსტიკა და სკანირება ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მნიშვნელოვან დეტალების შესახებ ზუსტ ინფორმაციას იძლევა. „ახალი ხედვის“ კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე აპარატურით, რომლის საშუალებითაც პაციენტებს უტარდებათ პლანტოგრაფია ანუ ტერფის კომპიუტერული კვლევა, რომელიც მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც გულისხმობს უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის კვლევას. ამ გამოკვლევის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი – ეს კიდევ სწორი დიაგნოზი დასმის წინაპირობაა. ამის შემდეგ, კლინიკაში ინდივიდუალური სუპინატორის დამზადებაც არის შესაძლებელი.