ზურგის ტკივილი მარჯვენა მხარეს

ზურგის ტკივილი შეიძლება კონკრეტულად მის ცენტრს, ზურგის მარცხენა ან მარჯვენა მხარეს მოიცავდეს, ასევე — ზედა ან ქვედა ნაწილზე ვრცელდებოდეს. გარდა ამისა, კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ზურგის ტკივილი წარმოადგენდეს მწვავე ეპიზოდს, რომელიც მოულოდნელია, ხანმოკლეა და ხშირად დაზიანებასთან არის დაკავშირებული. ქრონიკული ზურგის ტკივილი კი ნიშნავს, რომ ის 3-6 თვეზე მეტხანს გრძელდება.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტკივილი მარჯვენა მხარეს?

ზურგის ტკივილი მარჯვენა მხარეს შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რასაც აკეთებთ ყოველდღიურად. მაგალითად:

  • მოხრილ მდგომარეობაში დგომა ან ჯდომა;
  • მძიმე საგნების არასწორად აწევა;
  • ვარჯიშზე უარის თქმა;
  • თამბაქოს მოხმარება.

ზურგის ტკივილი მარჯვენა მხარეს თუ მაას მას თან სხვა სიმპტომებიც ახლავს შეიძლება დაკავშირებული იყოს რომელიმე  შინაგან ორგანოსთან. მიმართეთ ექიმს, რადგან ეს არის ინფექციის ან გაღიზიანების ნიშნებია. მაგალითად,

  • ნაწლავები: მსხვილი ნაწლავის ანთებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზურგის მხოლოდ ერთ მხარეს.
  • თირკმელები: ინფექციამ ან თირკმელებში კენჭებმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს ცალმხრივი ზურგის ტკივილი, რომელიც ჩნდება ნეკნების ქვემოთ და თეძოებს შორის.

როგორ ვუმკურნალოთ ზურგის ტკივილს მარჯვენა მხარეს?

ზურგის ტკივილს მარჯვენა მხარეს ადამიანებს საგრძნობლად უმსუბუქებს ორთოპედიული ფიქსატორების გამოყენება. ამ პროდუქტს მომხმარებლები იყენებენ როგორც  პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში.

  • ზურგის კორსეტი – დამზადებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან. მისი ტარება ტანსაცმლის ქვეშ მარტივად არის შესაძლებელი. ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე გამოხატული სქოლიოზის დროს.
  • წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, აქვს პლასტმასის ჩანართები ზურგის არეში. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ის ხშირად გამოიყენება რევმატული ტკივილის დროს. ეს მოდელი არის სტანდარტული ზომის, ამიტომ გამოადგება ყველა ტიპის აღნაგობის მქონე ადამიანს.
  • ჰიპერექსტენზიის კორსეტი – კომპრესიული მოტეხილობების დროს ახდენს ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას საგიტალურ სიბრტყეში. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან.

როგორ ავირიდოთ თავიდან ზურგის ტკივილი მარჯვენა მხარეს?

თუ, პასიური ცხოვრების წესი თქვენი ყოველდღიურობაა ეცადეთ, რომ მცირე ფიზიკური აქტივობით დაკავდეთ. შეინარჩუნეთ ჯანსაღი ცხოვრების რიტმი და ხანგრძლივი ჯდომის პერიოდში აკეთეთ ზურგის ვარჯიშები. კუნთების გაძლიერება, შესაძლოა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს სხვადასხვა პრობლემის განვითარების თავიდან ასარიდებლად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *