ხერხემლის ტკივილი მარცხენა ან მარჯვენა მხარეს, ასევე, ზედა და ქვედა ნაწილში შეიძლება იყოს გამოხატული – ეს დამოკიდებულია ტკივილის მიზეზებზე. ხერხემალი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ცენტრალური ნაწილია და ამიტომ მისი ტკივილი საკმაოდ რთული ასატანია. ამ პრობლემას ბევრი მიზეზი იწვევს – უბრალოდ მოუხერხებელი მოძრაობა, თუ მძიმე პათოლოგია. აუცილებელია, რომ თავიდანვე სათანადო ყურადღება მივაქციოთ და თავიდან ავიცილოთ ისეთი გართულებები როგორიცაა: სქოლიოზი, ლორდოზი და კუზი.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტკივილი მარცხენა მხარეს?
ზურგის ტკივილი შესაძლოა დაკავშირებული იყოს კუნთების დაჭიმვასთან, ხერხემლის მალთაშორის დისკებთან დაკავშირებული პრობლემებთან, ნერვის დაზიანებასთან , თირკმელში კენჭებთან, ორსულობასთან ან რომელიმე დაავადებასთან. გარდა ამისა, ამ პრობლემებს ხშირად იწვევს ისეთი გარემოებები, როგორიცაა:
- ძილის დროს არასწორ პოზიცია;
- თუ ღამე ზურგის მხოლოდ ერთ მხარეს გძინავთ კუნთები იძაბება, რაც იწვევს ტკივილს;
- კომპიუტერთან ჯდომა;
- თუ სამუშაო ზონაში იმყოფებით და ნაკლებად მოძრაობთ შესაძლოა ტკივილის შეგრძნება ზურგის მხოლოდ ერთ მხარეს იგრძნოთ.
როგორ ვუმკურნალოთ ზურგის ტკივილს მარცხენა მხარეს?
ზურგის ტკივილს ადამიანებს საგრძნობლად უმსუბუქებს ორთოპედიული ფიქსატორების გამოყენება. ამ პროდუქტს მომხმარებლები იყენებენ როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში. ამ პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიათა ქსელში ხელმისაწვდომია სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების მქონე უმაღლესი ხარისხის ზურგის ფიქსატორები. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
- წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და მას აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს. ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.
- წელის კორსეტი – გამოიყენება სპორტული დაზიანებების, მალთაშუა დისკის თიაქრის, ზურგის კუნთების დაჭიმვის, სპონდილოზის და იოგების/მყესის დაზიანების მკურნალობის პროცესში.
როგორ ავირიდოთ თავიდან ზურგის ტკივილი?
ადამიანების დიდი ნაწილის სამუშაო პროცესი საათობით ოფისში მუშაობასა და კომპიუტერთან ჯდომას უკავშირდება. ეს, კი თავისთავად, სხვადასხვა სახის გართულებას იწვევს. მისი მავნე ზეგავლენა ნებისმიერი ასაკის ადამიანზე მოქმედებს და დროთა განმავლობაში ქმნის ჯანმრთელობის გარკვეულ პრობლემებს. პასიური ცხოვრების წესი იწვევს როგორც კუნთების ასევე, ძვლებისა და ვენების ტკივილს. უმოძრაობისა და დიდხანს ერთ მდგომარეობაში ყოფნის დროს ხშირია ზურგის ტკივილი. ამიტომ ეცადეთ დაკავდეთ ისეთი აქტივობებით როგორიცაა: ცურვა, იოგა და ფეხით სიარული.