მუხლის სახსრის ანთება

მუხლის სახსრის ანთება, ძირითადად, უკავშირდება ართირტს, რომლის დროსაც მწვავე და ქრონიკული ხასიათის ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. ამ დაავადებას ახასიათებს სასახსრე სტრუქტურების რღვევა, რაც სახსრების გადაგვარებით არის გამოწვეული. ამ პროცესმა შესაძლოა დააზიანოს სახსრების ზედაპირები და სახსრისპირა ქსოვილები. ამ დაავადებას ახასიათებს მწვავე სახრის ტკივილი, ხოლო  წარმოშობას უკავშირებენ:

  • ინფექციებს;
  • ალერგიული რეაქციებს;
  • იმუნური სისტემის დაქვეითებას;
  • გენეტიკური მიდრეკილებას.

მუხლის სახსრის ანთების სიმპტომები

მუხლის სახსრის ანთება ყოველთვის მწვავე ტკივილით იწყება და დისკომფორტი საკმაოდ შემაწუხებელია. მისგან გამოწვეული ტკივილი შესაძლოა პაციენტს მოსვენება დააკარგვინოს ძილშიც.  მუხლის სახსრის ანთების სიმპტომებია:

  • სახსრის შეშუპება;
  • დაზიანებული სახსრის ირგვლივ კანის შეწითლება;
  • სხეულის ტემპერატურის მატება;
  • კუნთების პერიოდული ათროპია.

მუხლის სახსრის ანთების მკურნალობა

მუხლის სახსრის ანთება მარტივად სამართავია, თუ მკურნალობას დროულად დაიწყება. ამიტომ აუცილებელია, რომ პრობლემის გაჩენისთანავე მიმართოთ სპეციალისტსა და მისი რეკომენდაციების მიხედვით სწორი მკურნალობა დაიწყოთ. ტკივილისა და ანთებითი რეაქციების შესამსუბუქებლად ინიშნება მედიკამენტები. მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც მალამოების სახით გარე გამოყენებისთვის, ასევე საინექციო სახით – პრეპარატს კი უშუალოდ განსაზღვრავს ექიმი კონკრეტული შემთხვევისთვის. გარდა ამისა, მუხლის ტკივილის შესამცირებლად და რეაბილიტაციის პროცესში ინიშნება  მუხლის ფიქსატორები. ეს პროდუქტი უდრეკი ან/და რბილი მასალისგან, მაგალითად, ორმაგად ლამინირებული, პერფორირებული ნეოპრინისგან, მზადდება და სხვადასხვა ხარისხის დაზიანების დროს გამოიყენება. ის მუხლის სახსარს ეხმარება ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში და იცავს მას დამატებითი დაზიანებისგან. ამ პროდუქტის გამოყენება საკმაოდ ეფექტურია ოსტეოართრიტის და რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდაც. ეს სამედიცინო პროდუქტი გვხვდება როგორც უჩანართო, ასევე მეტალის ან პლასტმასის ჩანართით. შესაბამისი საფიქსაციოს შერჩევა ხდება პრობლემის ტიპისა და მისი ხასიათის მიხედვით. თუ გვესაჭიროება სახსრის სრული იმობილიზიცია,რეკომენდებულია მუხლის ორთეზის ან მეტალისჩანართიანი ფიქსატორის გამოყენება. შეძენამდე სასურველია გაიაროთ კონსულტაცია თქვენს პირად ექიმთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები. ასევე, პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

  • საკვებში ცხიმმჟავების გამოყენება (თევზის ცხიმი, ზეითუნის ზეთი);
  • ფიზიკური ვარჯიშების შესრულება (1-2-ჯერ კვირაში);
  • წელიწადში ერთხელ რევმატოლოგის კონსულტაციის მიღება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *