აქილევსის მყესის დაზიანება – სიმპტომები და მკურნალობის გზები

აქილევსის მყესის დაზიანება არის მდგომარეობა, რომელიც იწვევს ტკივილს ფეხის უკანა მხარეს ქუსლთან ახლოს. ეს პრობლემა თუ ძლიერია შესაძლოა განვითარდეს ტენდინიტი, თუ ჭარბი დატვირთვა ხდება.  ანთებადი მყესები მოძრაობის ან ზეწოლის დროს საკმაოდ მტკივნეულია და ეს პროცესი უარყოფითად აისახება ყოველდღიურ საქმიანობაში დისკომფორტს იწვევს მოძრაობისას.

რა იწვევს აქილევსის მყესის დაზიანებას?

აქილევსის მყესის დაზიანება  ეს არის ყველაზე გავრცელებული წვივის რბილი ქსოვილების დახურული ტრავმა. აქილევსის მყესის დაზიანების გამომწვევი მიზეზებია:

  • ფიზიკური დატვირთვის მკვეთრი გაზრდა – როდესაც უეცრად ზრდით ვარჯიშის ინტენსივობას ან ხანგრძლივობას.
  • სპორტული აქტივობები – განსაკუთრებით ისეთი სახეობები, რომლებიც მოითხოვს მკვეთრ გაჩერებას, მოტრიალებას ან ნახტომებს (კალათბურთი, ჩოგბურთი, ფეხბურთი).
  • არასწორი ფეხსაცმელი – შეუსაბამო ფეხსაცმელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ტერფის სტაბილურობას.
  • ასაკობრივი ცვლილებები – ასაკთან ერთად მყესი ნაკლებად ელასტიური ხდება და სისხლის მიმოქცევა მცირდება, რაც ზრდის ტრავმის რისკს.

აქილევსის მყესის დაზიანების სიმპტომები

აქილევსის მყესის დაზიანების სიმპტომები დამოკიდებულია დაზიანების სიმძიმეზე. ამ პრობლემის სიმპტომებია:

  • ტკივილი – წვის შეგრძნება ქუსლის ზემოთ, განსაკუთრებით დილით ან ფიზიკური აქტივობის შემდეგ.
  • შესიება – დაზიანებულ ადგილას შეიძლება შეინიშნებოდეს შეშუპება, რომელიც მოძრაობისას მძიმდება.
  • დამახასიათებელი ხმა – სრული გაწყვეტის დროს ხშირად ისმის მკვეთრი “ტკაცუნის” ხმა.
  • შეზღუდული მოძრაობა – რთულდება ფეხის წვერებზე დადგომისას ან ნაბიჯის გადადგმისას.

როგორ ვუმკურნალოთ აქილევსის მყესის დაზიანებას?

აქილევსის მყესის დაზიანების მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. მკურნალობის მსუბუქ ეტაპზე მიზანშეწონილია სუპინატორის გამოყენება, რადგან ის ფეხს სტაბილურობას უნარჩუნებს და ტერფის მდგომარეობასაც აუმჯობესებს, განსაკუთრებით ვარჯიშის ან აქტიური დატვირთვის დროს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ქუსლის სილიკონის თასი – გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ქუსლის არეში ძლიერი ტკივილი და შეშუპება გაწუხებთ . ასევე რეკომენდებულია მისი ტარება ქუსლის დეზის შემთხვევაში. ქუსლის დეზი არის წვეტიანი წანაზარდი და ხშირად აწუხებს სპორტსმენებს, რომლებიც ბევრს დარბიან. ქუსლის დეზის გამომწვევ მიზეზებს შორისაა არასწორი სიარული და დგომის დარღვევა, ასევე ჭარბი წონა და არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება.
  • ქუსლის სუპინატორი დამზადებულია 100%-ით სილიკონის მასალისგან და იდეალურია ქუსლის ზოგადი ტკივილისა და ბრტყელტერფიანობის საპროფილაქტიკოდ.
  • ქუსლის სილიკონის ბალიში  –  ეფექტურია როგორც აქილევსის მყესის დაზიანებისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის დეფორმაციის დროს, ქვემო კიდურების სიგრძის გასათანაბრებლად, ასევე ტრავმის შემდგომ პერიოდში. ის დამზადებულია 100% სილიკონის მასალისგან და დაფარულია რბილი ქსოვილით, რომელიც შთანთქავს ტენს და არ აოფლიანებს ფეხს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობის დროს ქუსლის ასამაღლებლად.

აქილევსის მყესის დაზიანების გამწვავებამ შეიძლება გამოიწვიოს სიარულის გართულება. შესაბამისად, ამ ტრავმის არსებობისას პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს თვითმკურნალობისგან და მიმართოს სპეციალისტს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *