ხელის ფიქსატორი კიდურის იმობილიზაციას ახდენს და ტკივილის შემცირებას უზრუნველყოფს. ამ პროდუქტს პაციენტები ისეთი ტრავმების დროს იყენებენ როგორიცაა:
- ხელის მოტეხილობა;
- ხელის ამოვარდნა;
- ხელის ღრძობა;
- ხელის კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვა.
ეს სამედიცინო საშუალება ხელის ტკივილის შემცირებას უზრუნველყოფს და კიდურს სასურველ პოზიციაშიც აფიქსირებს. ხელის ნებისმიერი სახის დაზიანება ადრეულ ეტაპზე უკეთ ემორჩილება მკურნალობას, ამიტომ ტკივილის შემსუბუქებისა და მკურნალობის პროცესის დაჩქარების მიზნით მათი ტარება ეფექტურია.
ხელის ფიქსატორების სხვადასხვა ტიპი
ხელის ფიქსატორებს განსხვავებული დანიშნულება აქვთ და შესაბამისად, პაციენტები მათ პრობლემის მიხედვით იყენებენ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- სხივ-მაჯის ფიქსატორები გამოიყენება როგორც მოტეხილობისა და ამოვარდნილობის, ასევე დაჭიმულობისა და სხვადასხვა დაავადების დროს. ამ პროდუქტის გამოყენება ხელს უწყობს ტკივილისა და შეშუპების თავიდან აცილებას და სხივ-მაჯის სახრის მოსვენებას.
- თითის ფიქსატორი – მოტეხილობის, ამოვარდნილობის, ნერვული ქსოვილების დაზიანებისა და სხვადასხვა ტრავმის დროს ინიშნება. ამ პროდუქტის გამოყენება ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდშიც საკმაოდ ეფექტურია.
- იდაყვის ფიქსატორი – გამოიყენება იდაყვის სახსრის ტრავმების სამკურნალოდ და ფიზიკური დატვირთვის დროს დაზიანებისგან თავის ასარიდებლად. მისი გამოყენება ამცირებს ტკივილს და ხელს უწყობს სახსარში სითბოს შენარჩუნებას. იდაყვის ფიქსატორი აქტიურად გამოიყენება ეპიკონდილიტის დროსაც. ამ პროდუქტის ტარება კომფორტულია მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ყოველდღიური საქმიანობისას.
ხელის ფართოდ გავრცელებული ტრავმები
ხელის მოტეხილობის, ღრძობისა და სხვადასხვა ტრავმის დროს ხელის ფიქსატორების გამოყენება საკმაოდ ეფექტურ და სწრაფ შედეგს იძლევა. ეს პროდუქტი მკურნალობის პროცესში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ტკივილის შესამცირებლად ხშირად ინიშნება ხელის ფართოდ გავრცელებული ტრავმების დროს:
- მაჯის დაჭიმვა – ნერვის ან მყესების დაზიანებას უკავშირდება. სხეულის ეს ნაწილი საკმაოდ რთული სახსარია, რომელიც 8 ძვლისგან შედგება. მაჯის, მტევნის, სხივისა და იდაყვის ძვლებს ერთმანეთთან იოგები აკავშირებს და ამიტომ ნებისმიერი ნაწილის დაზიანებამ შეიძლება სერიოზული ტკივილი გამოიწვიოს.
- მხრის ტკივილი – მისი გამომწვევი ბევრი ფაქტორი არსებობს, მაგრამ მათ შორის ყველაზე გავრცელებულია გადატვირთვა, ტრავმა, ართრიტი ან კუნთების დაზიანება. მკლავისა და მხრის ტკივილს უკავშირებენ კისრის ან მხრის პრობლემებსა და მყესების დაზიანებასაც.
- ხელის დაბუჟება – ხშირად აწუხებთ ადამიანებს, თუმცა როგორც წესი, დაბუჟება სწრაფად სრულდება და გართულებებს არ იწვევს. დაბუჟება ხდება იმ დროს, როდესაც ნერვი გარკვეულ ზეწოლას განიცდის. ყველაზე ხშირად ეს ხდება ძილის დროს, როდესაც თავი ხელზე ხანგრძლივად გვიდევს. ეს დაბუჟების მარტივი შემთხვევაა და ჩხვლეტის შეგრძნება მალე ქრება.
- მკლავის შეშუპება და ტკივილი – როგორც წესი, ეს სიმპტომები ახლავს ხელის ამოვარდნას. არასასიამოვნო შეგრძნებასთან ერთად ამოვარდნილი კიდური გვიზღუდავს შრომის უნარს და ყოველდღიურ საქმიანობაში დისკომფორტს გვიქმნის.
სად შევიძინოთ ხელის ფიქსატორები?
ხელის ფიქსატორების მაღალი ხარისხი სწრაფ რეაბილიტაციასა და მკურნალობას უზრუნველყოფს. ამის გათვალისწინებით, ქართულ ბაზარზე ყველაზე დიდი გამოცდილება კომპანია “ახალ ხედვას” აქვს. სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში წარმოდგენილი ფიქსატორების მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები – მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. სამედიცინო ჯგუფის უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად დედაქალაქის გარდა გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ფილიალებშია წარმოდგენილი. თუმცა, მათი შეძენა ონლაინ რეჟიმშიც შესაძლებელია.