ხელის ტკივილი ადამიანების უმეტესობას ერთხელ მაინც უგრძვნია. ამ პრობლემის განსხვავებული მიზეზები არსებობს. ძირითადად, ეს დისკომფორტი უკავშირდება მოულოდნელ ტრავმასა და დაზიანებას. ხელის ტკივილი შესაძლოა, სიმძიმეების აწევამ, გარკვეულმა ფიზიკურმა აქტივობამ ან არასწორმა მოძრაობამაც გამოიწვიოს. გარდა ამისა, ხელის არეში დისკომფორტს წარმოშობს გადატვირთვა, ტრავმა, ნერვის გაღიზიანება, ართრიტი, კუნთების დაზიანება ან მექანიკური დისფუნქცია.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ხელის ტკივილი?
როგორც ვთქვით, ხელის ტკივილი უამრავი მიზეზით წარმოიქმნება და თავისთავად, ეს ყოველდღიურ საქმიანობაში დიდ დისკომფორტს გვიქმნის. განვიხილოთ ხელის ტკივილის გამომწვევი მთავარი ფაქტორები:
მაჯის დაჭიმვა – ნერვის ან მყესების დაზიანებას უკავშირდება. სხეულის ეს ნაწილი საკმაოდ რთული სახსარია, რომელიც 8 ძვლისგან შედგება. მაჯის, მტევნის, სხივისა და იდაყვის ძვლებს ერთმანეთთან იოგები აკავშირებს და ამიტომ ნებისმიერი ნაწილის დაზიანებამ შეიძლება სერიოზული ტკივილი გამოიწვიოს.
მხრის ტკივილი – მისი გამომწვევი ბევრი ფაქტორი არსებობს, მაგრამ მათ შორის ყველაზე გავრცელებულია გადატვირთვა, ტრავმა, ართრიტი ან კუნთების დაზიანება. მკლავისა და მხრის ტკივილს უკავშირებენ კისრის ან მხრის პრობლემებსა და მყესების დაზიანებასაც.
მკლავის შეშუპება და ტკივილი – როგორც წესი, ახლავს ხელის ამოვარდნას. არასასიამოვნო შეგრძნებასთან ერთად ამოვარდნილი კიდური გვიზღუდავს შრომის უნარს და ყოველდღიურ საქმიანობაში დისკომფორტს გვიქმნის.
ხელის ტკივილის მკურნალობის გზები
ხელის ტკივილის მკურნალობის ბევრი გზა არსებობს. ეს პირდაპირ არის დამოკიდებული ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზზე. ზოგადად, ხელის ნებისმიერი სახის დაზიანება ადრეულ ეტაპზე უკეთ ემორჩილება მკურნალობას. ხშირ შემთხვევაში ტკივილის შემსუბუქებისა და მკურნალობის პროცესის დაჩქარების მიზნით პაციენტები ხელის ფიქსატორებს იყენებენ. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ზედა კიდურის მოძრაობის შეზღუდვას და მსუბუქი დაზიანებებისა და ამოვარდნილობის დროს მკლავის ნორმალური ფუნქციის აღდგენას უზრუნველყოფს. მათი გამოყენება რეკომენდებულია კუნთების დაჭიმულობის შემთხვევაში ან ნერვის “გაციების” დროს სითბური ეფექტისთვის, ხშირად კი მათ მარტივი რელაქსაციისთვისაც იყენებენ. ხელის ფიქსატორების ყველაზე დიდი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად დედაქალაქის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე 13 საფირმო ფილიალშია წარმოდგენილი. თუმცა, მათი შეძენა ონლაინ რეჟიმშიც შესაძლებელია. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული ექსკლუზიური ბრენდების მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger ფიქსატორებს სხეულის ყველა ნაწილისთვის სთავაზობს. ფიქსატორების მაღალი ხარისხი არის ეფექტური რეაბილიტაციისა და გართულებების პრევენციის გარანტი.