ხერხემლის ფიქსატორი

ხერხემლის ფიქსატორი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული პროდუქტია. იქიდან გამომდინარე, რომ მჯდომარე ცხოვრების წესის გამო, მოხრილობა არა მარტო მოზარდებს, არამედ ზრდასრულებსაც აწუხებთ ამ სამედიცინო დანიშნულების ნივთს აქტიურად გამოიყენებენ. ხერხემლის ფიქსატორები  ადამიანებს ზურგის არეში არსებულ ტკივილს უმსუბუქებს და ხერხემალს სწორი პოზიციის შენარჩუნებაში ეხმარება.

ხერხემლის ფიქსატორის ბენეფიტები

ხერხემლის ფიქსატორები ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ეხმარება, რადგან სხეულის ამ ნაწილში ტკივილს ამცირებს და  ხერხემალს ნორმალური მდგომარეობის აღდგენაში ეხმარება. პაციენტები მათ სხვადასხვა პრობლემის გამო ატარებენ. ხშირია ამ სამედიცინო საშუალებების გამოყენება:

  • ხერხემლის ტკივილის;
  • პათოლოგიების;
  • ზურგის სვეტის დაზიანებების;
  • ოსტეოპოროზის;
  • სქოლიოზი;
  • კიფოზი;
  • თიაქრის;
  • რადიკულიტის დროს.

როგორი ტიპის ხერხემლის ფიქსატორები არსებობს?

ხერხემლის ფიქსატორები სხვადასხვა სიგრძის არსებობს და მათ სპეციალური დამატებითი მეტალისა და პლასტმასის ჩანართები აქვს. ისინი დამზადებულია როგორც ჰაერგამტარი ნეოპრინის, ასევე ელასტიური ბამბის მასალისგან. განვიხილოთ, რამდენიმე  მათგანი:

  • ზურგის კორსეტი – დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის მასალისგან და ხშირად გამოიყენებენ ქალბატონები ყოველდღიური საქმიანობისას ზურგის კუნთების მოდუნებისა და განტვირთვის მიზნით. აღნიშნული მხრებში გასამართი ქამარი დაგეხმარებათ მოხრილი მხრების გამართვასა და სწორი მდგომარეობის შენარჩუნებაში.
  • წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და მას აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს.  ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.
  • თორაკოლუმბალური (გულ-მკედრ-წელის) კორსეტი – დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ხერხემლის, გულმკერდისა და წელის ნაწილების ფიქსაციას. გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობისა და კიფოზის სამკურნალოდ. მას აქვს დამატებითი ღვედები და მეტალის ჩანართები, რომლებიც აძლიერებს ფიქსაციას.
  • დორსოლუმბერის კორსეტი – ეხმარება მთლიან ხერხემალს სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებაში და ამცირებს ტკივილს. გამოიყენება გამოიყენება ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და დაჭიმულობის დროს.

როდის უნდა გამოვიყენოთ ხერხემლის ფიქსატორი?

ხერხემლის ფიქსატორების ტარებამდე გირჩევთ, რომ ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ. მედიკოსის რეკომენდაციის გათვალისწინებით და მასთან კონსულტაციის შემდეგ,  კი ინდივიდუალურად შეძლებთ განსაზღვროთ მათი ტარების პერიოდი.   რადგან ეს ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, მათი გამოყენება რამდენიმე კვირა საკმარისი იყოს, თუმცა, მოსალოდნელია ეს პერიოდი რამდენიმე თვეც კი გაგრძელდეს. ასევე მნიშვნელოვანია ზომისა და ფიქსატორის ქსოვილის ხარისხის სწორი შერჩევა, რათა გამოყენების პროცესი იყოს მაქსიმალურად ეფექტური და კომფორტული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *